ჰონგ-კონგიდან ჰოლივუდში - როგორ გამოიმუშავა ჯეკი ჩანმა მილიონები

საბრძოლო ხელოვნების ოსტატის და ყველასთვის საყვარელი მსახიობის ჯეკი ჩანის წმინდა ქონება 450 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

მისი ფინანსური წარმატების გზა გვიჩვენებს მის მტკიცე ხასიათსა და უზადო დისციპლინას, რამაც მსახიობის მსოფლიო პოპულარობაც განაპირობა.

მან თავისი წარმატებული ფილმებით, ინტელექტუალური ინვესტიციებით და ბიზნეს წამოწყებებით უზარმაზარი იმპერია შექმნა.

საინტერესოა, როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს ჯეკი ჩანი მილიონებს.

ჯეკი ჩანის სიმდიდრის მთავარი წყარო მისი სამსახიობო კარიერაა. ყველაზე ცნობილმა ნამუშევარმა - Rush Hour-მა მსოფლიო მასშტაბით 845 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანმა ანაზღაურების სახით, Rush Hour 2-ისა
და Rush Hour 3-ში, სამივე ეპიზოდში მონაწილეობისთვის ჯამში 15 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

2018 წლის ივნისიდან 2019 წლის ივნისამდე ჯეკი ჩანმა გამოიმუშავა 60 მილიონი დოლარი სხვადასხვა წყაროებით. 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის ივნისამდე კი საერთო ჯამში 40 მილიონი დოლარი. მისი სხვა წარმატებული ფილმებია: The Karate Kid, The Foreigner და Kung Fu Panda სერიალი, სადაც მაიმუნის პერსონაჟი გაახმოვანა.

ჩანმა სამსახიობო კარიერის პარალელურად მრავალი საპროდიუსერო კომპანია და კინოთეატრების ხაზი ჩამოაყალიბა. ამ ბიზნეს საწარმოებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს მისი 400 მილიონი დოლარის წმინდა ქონების გაზრდაში. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები