თუ თქვენი სახლი აგარაკზე მთელი ზამთარი ცარიელი იყო და მასში არავის უცხოვრია, საზაფხულოდ მომზადებას დრო დასჭირდება.
რა უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში.
1. გაანიავეთ სახლი
ის, რაც პირველ რიგში უნდა მოიშოროთ თავიდან, არის ნესტი. გააღეთ სახლის ყველა კარი და ყველა ფანჯარა, ფარეხისა და სარდაფის ჩათვლით. სქელი ქსოვილები, რომელიც შესაძლოა გაჟღენთილიყო ნესტით, ასევე უნდა გაიტანოთ ჰაერზე და მზეზე, გაანიავეთ და გამოაშრეთ, საუბარია ხალიჩაზე, ფარდებსა და შალითებზე. თუ სარდაფში წყალი შენიშნეთ, აუცილებლად ამოტუმბეთ. კარგად დაათვალიერეთ კედლები, სოკო ხომ არ არის სადმე. ეცადეთ, ასევე
ყოველწლიურად შეამოწმოთ ვენტილაციისა და სადრენაჟე სისტემა. მთავარია, ყველაფერ ამის გასაკეთებლად შეარჩიოთ მზიანი, თბილი დღე.
2. გაათბეთ სახლი
თუ სახლის გათბობას ელექტროგამათბობლით აპირებთ, პირველ რიგში დარწმუნდით, რომ სადენი არ იყოს დაზიანებული. თუ ღუმელით სარგებლობთ, კარგად დაათვალიერეთ გამწოვი. თუ ბუხრის ან ღუმელის გამწოვი დაბინძურებულია, ის საგულდაგულოდ უნდა გაიწმინდოს სპეციალური ინსტრუმენტების საშუალებით. ამ პროცედურას შესაძლოა პროფესიონალი ხელოსანიც კი დასჭირდეს.
3. მოუშვით წყალი
რთავთ წყალს და საჭიროების შემთხვევაში ცვლით ფილტრებს. რიგრიგობით გახსენით ონკანი ყველგან და აცადეთ, რომ ჰაერმა გამოსვლა შეძლოს. ასევე შეამოწმეთ რადიატორები და ბოილერი. თუ ყველაფერი წესრიგშია, შეგიძლიათ მიაერთოთ სარეცხის მანქანა.
4. წესრიგში მოიყვანეთ პატარ-პატარა დაზიანებები
კარგად დაათვალიერეთ სახლის სახურავი, მთელი ზამთრის განმავლობბაში შესაძლოა რამე დაზიანებულიყო. ასევე სახლში დაათვალიერეთ კარადები, კედლები. ეცადეთ მათ გასაწმენდად გამოიყენოთ სადეზინფექციო ხსნარი. კარების საკეტები სპეციალური ზეთით დაამუშავეთ.
5. გენერალური დალაგება
პირველ რიგში მოძებნეთ საგულდაგულოდ თაგვების ან ვირთხების კვალი. თუ სადმე სოროები შენიშნეთ, აუცილებლად ამოავსეთ. ყველა ზედაპირი ანტიბაქტერიული ხსნარით დაამუშავეთ და გარკვეულ ადგილებში მღრღნელების საწინააღმდეგო წამალიც განათავსეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ დალაგების პროცესში ნიღბისა და ხელთათმანების გამოყენება. ანტიბაქტერიული ხსნარით დარეცხეთ ჭურჭელი, ასევე ფარდები და ყველა ტანსაცმელი. ფეხსაცმელი გაიტანეთ მზეზე.
და ბოლოს, რა უნდა წაიღოთ აგარაკზე აუცილებლად

- საკვების მარაგი
- აფთიაქი
- მშრალი შეშა, ელექტროღუმელი და ასანთი
- სანთლები, სანათი, აკუმულატორი, ბატარეა
- სამუშაო იარაღები და იზოლენტა
- საკეტების დასაზეთი სპეციალური ზეთი
- ფილტრი მილებისთვის
- ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალება სახლის დასალაგებლად