მოსავლელად უმარტივესი მცენარეა, სასიამოვნო სურნელით... წელიწადში 2, 3 მეტრზე იზრდება, ტალავერს ძალიან სწრაფად ფარავს და ორჯერ: გაზაფხულსა და შემოდგომაზე ყვავის.
უხვად მოყვავილე ულამაზესი იაპონიის დედოფალი, საქართველოში ძირითადად გავრცელებულია იასამნისფერი, იისფერი შეფერილობის. ვარდისფერი, თეთრი, მოწითალო უფრო ვერ ეგუება საქართველოს კლიმატს...
გლიცინიას ნერგი უნდა ჩაირგას მაისის თვეში, როცა ყინვები მანდვილად აღარ იქნება... ტენის მოყვარული მცენარე საჭიროებს უხვ მორწყვას. სწრაფმზარდ მცენარეს შეგვიძლია მივცეთ სასურველი ფორმა მისი ტოტების გასხვლით, რაც უხვყვავილიანობას გამოიწვევს. გლიცინია ყვავილობს მესამე წელს.
ფერადი გლიცინები
მისი ყლორტები იმდენად დრეკადია და ელასტიური, შეგვიძლია
დავწნათ მისი ტანი და ულამაზესი ფორმა მივცეთ მცენარეს (რა თქმა უნდა, როცა ახალგაზრდაა). სასურველია სახლიდან ოდნავ მოშორებით დაირგას, რადგან მისი მძაფრი სურნელი შეიძლება შემაწუხებებლი აღმოჩნდეს.
გამრავლება შეგვიძლია როგორც ყლორტის გადაწვენით, ასევე მოჭრილი ტოტებითაც, რომელიც მაღალი ტენიანი მიწის შემთხვევაში მალე ფესვიანდება.
სინათლის მოყვარულია, მზის პირდაპირი სხივები მას უფრო ლამაზს ხდის. კარგად უძლებს ყინვებს საქართველოს პირობებში ეს სახეობა (იასამნისფერი)...
ფლორისტი მარინა ვაშაძე