საინტერესო მიზეზები
კვერცხის ნაჭუჭი მინერალებით სავსე ძალიან სასარგებლო პროდუქტია. არ ღირს ამ პროდუქტის გადაყრა განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მებაღეობით ხართ გატაცებული.
გაგაცნობთ საშუალებებს, როგორ გამოიყენოთ კვერცხის ნაჭუჭი მაქსიმალურად ეფექტურად.
პირველ რიგში მოამზადეთ ნაჭუჭი გამოსაყენებლად, დაფქვით. მოათავსეთ მუყაოს ყუთში. მნიშნელოვანია ისეთ ჭურჭელში ან ყუთში მოთავსება, რომ პროდუქტმა ისუნთქოს. გამოსაშრობად 5 დღე აბსოლუტურად საკმარისია.
მთავარია, რომ შენობაში არ იყოს მაღალი ტენიანობა. ნაჭუჭს შიდა ფენა შეგიძლიათ დაუტოვოთ, ის არანაკლებ სასარგებლოა.
გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული სასუქი ყველა მცენარისთვის არ გამოგადგებათ, მაგალითად ლობიოს, ბარდას, კომბოსტოს, ისპანახს,
კიტრს ის არ უხდება. ასევე ყაბაყსა და მარწყვს.
რაც შეეხება ბადრიჯანს, ბროკოლს, ხახვს, ჭარხალს, სალათის ფურცლებს, პომიდორს ის ძალიან უხდება.
კვერცხის ნაჭუჭი გამოიყენება ნიადაგში მჟავიანობის დასაწევად.
ყვავილოვანი კომბოსტოსთვის დაფქვილი კვერცხის ნაჭუჭი ძალიან კარგი სასუქია.
კვერცხის ნაჭუჭი შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე როგორც მიკრო ქოთანი.
ამისათვის უნდა აიღოთ მთლიანი კვერცხის ნაჭუჭი, გაუკეთოთ დრენაჟი ანუ გახვრიტოთ, ჩაყაროთ მასში მიწა და ჩადოთ მარცვალი. როდესაც ნაყოფი ამოვა, ჩარგავთ მიწაში ნაჭუჭთან ერთად.
მოსავლის აღების შემდეგ მიწა მომავალი წლისთვის უნდა მოამზადოთ. ჩაყარეთ მიწაში კვერცხის ნაჭუჭი, მთელი ზამთრის განმავლობაში მიწა მას შეიწოვს და ნიადაგი განოყივრებული დაგხვდებათ.
კვერცხის ნაჭუჭი აქტიურად გამოიყენება ოთახის მცენარეებისთვის, მის ნატეხებს ქოთნის ძირში ათავსებენ, სადაც ის დრენაჟის ფუნქციას ასრულებს.
თუ თქვენს ბაღს მავნე მწერები შეესია, გადაურიეთ დაფქვილი კვერცხის ნაჭუჭი ზეთში და მოათავსეთ ალაგ-ალაგ მიწაში. ასეთი ნატურალური და თავად მცენარისთვის უვნებელი საშუალება დაუპატიჟებელ მწერებს აუცილებლად დააფრთხობს.