რა არის სინამდვილეში ხეტიტა, რომელმაც ვნებათაღელვა გამოიწვია?

ხეტიტამ, რომელიც "ზღვაში დაცურავდა" და არც ისე მცირე გზა გაიარა იმისთვის, რომ ახალი პატრონის - ბიძინა ივანიშვილის სამფლობელომდე ჩაეღწია, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მაინც რა არის ასეთი ეს ხე, რომ მილიარდერის ასეთი აღტაცება დაიმსახურა და  ასე მოინდომა მისი საკუთარ მფლობელობაში ხილვა?

ხეტიტა, იგივე ლირიოდენდრონი, მაგნოლიასებრთა ოჯახის მცენარეა. ცნობილია ორი სახეობა: ხეტიტა ლირიოდენდრონი - სწორედ ის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რჩეული აღმოჩნდა. მისი სიმაღლე 50-60 მეტრს აღწევს, სისქე - 3-3,5 მეტრს. ქნარისებრი ფოთლები და დიდი ლამაზი ყვავილები აქვს (ტიტას წააგავს). მისი სამშობლოა ჩრდილოეთი ამერიკა.

დეკორატიული მცენარეა. კულტივირებულია კავკასიასა და საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, ყირიმსა და შუა აზიის სამხრეთ რაიონებში. ლირიოდენდრონის მერქანი მსუბუქი და რბილია, ვერხვის მერქანს წააგავს და ამერიკაში „ყვითელი ვერხვის“ სახელით არის ცნობილი. ადვილი დასამუშავებელია, იყენებენ ფანერის დასამზადებლად, ავეჯის წარმოებაში. განსაკუთრებით ლამაზია აყვავებული.

მეორე სახეობა — ჩინური ლირიოდენდრონი (Liriodendron chinense) ბუნებრივად იზრდება ცენტრალურ ჩინეთში. კულტურულ მცენარედ იშვიათად გვხვდება.

კომენტარები

mzia 2016-05-21 13:17
martalia ra kvelaperze vgelavt da guli gviwuxs saxshi sakme shemogvelia?gadargo xo ar gadaagdo. ....
ლილე 2016-05-19 21:34
რა ბოროტი ხალხი ვყოფილვართ ,ღმერთო შენ გაუნათე გონება ქართველებს,რამე თუ ჩვენ ასე ძალიან გვჭირდება.
marika 2016-04-23 00:09
რა ლამაზია
ნონა 2016-04-19 14:19
ჩემი აზრით საქმე ივანიშვილში არ არის ზოგადად რიგითი მოკვდავისათვის მტკივნეულია მილიარდელების ხუშტურების ასრულებაში სახელმწიფო რომ ერთვება.
lia 2016-04-13 12:30
უცოდინრების ან, უნრალოდ, შურიანებისა და ბოღმების გასაგონად: ჯერ ერთი- იქ ეს ხე რამდენს გაქვთ ნანახი? 60 მეტრია სიმაღლე და ყველა კუთხიდან გამოჩნდება- სარდაფში არ დაუმალავს და მუთაქაში! მეორე - მაგ პარკში ყველა ნახავს და იქ რო ვინმეს მოეჭრა, მის არსებობასაც ვერ გაიგებდით. მესამე - ინტერნეტში იყიდება მისი ნერდები - მაქსიმუმ ლარებში 200 ლარი გამოდის და უბრალოდ, პარკში რომ ეგ დაერგათ, არ გამოჩნდებოდა გაზრდამდე და მაგის ნერგებიც აჩუქა სახელმწიფოს, და კიდევ და ბოლოს - თავისი ფულს - მილიონებს, სხვათა შორის - ამ ტაძრების რეკონსტრუქციას, თეატრების რემონტს და პატრულის მანქანებს რომ ახმარდა - მაშინ დაბრმავებული გქონდათ თვალები??? სამება რომ ააშენა, კარგი იყო, ხომ? და საქართველოს ტყეების 30 % რომ გაიჩეხა და თურქეტში გაიტანეს - მაშინ სად იყავით???? არ გეშინიათ, რომ გაგიწყრეთ უფლის მადლი ამ უმადურობისა და ბოროტებისათვის?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები