რა გავაკეთოთ მაისში ჩვენი ბაღის მცენარეებისთვის

მაისი მნიშვნელოვანი თვეა მათთვის, ვისაც თავის მოყვანილი ბაღჩეული უყვარს. მაისი კარგი პერიოდია ბოსტნეულის დასარგავად ღია გრუნტში. როცა ნიადაგი კარგად გათბება, საჭიროა კომპოსტის შეტანა, მიწის დამუშავება და კომბოსტოს, კიტრის პომიდვრის, ყაბაყისა და სხვა სითბოსმოყვარული კულტურების მიწაში გადარგვა, რომლთა ჩითილებიც სათბურში ან ქოთნებში გქონდათ გამოყვანილი.

სააგარაკო სამუშაოები მაისში
რა უნდა გააკეთოთ:
ყურადღებით დააკვირდით შემოდგომაზე დარგულ ნერგებს.
ძლიერი წვიმის ან უხვი მორწყვის შემდეგ არ დაგავიწყდეთ შემოუბაროთ ნერგებს, ნარგავებს.

რა უნდა დარგოთ
1-5 მაისი პერიოდში შეგიძლიათ ნიორი დარგოთ.
1-10 მაისი _ კარტოფილი, ხახვი, სალათის

ფურცლები.
10-15 მაისი _ დათესეთ კიტრის თესლი ან ღია გრუნტში გადაიტანეთ აპრილში გამოყვანილი კიტრის ჩითილები. ცუკინი, ყაბაყი და გოგრა.
20-25 მაისი დათესეთ ტკბილი წიწაკა და ბადრიჯანი.

მებაღის საიდუმლო
მაისის დასაწყისში რეგულარულად გაკრიჭეთ ბუჩქები, ცოცხალი ღობეები. დრო რომ არ დაკარგოთ და მცენარეს აკურატული იერი რომ მიანიჭოთ, გამოიყენეთ ბაღის მაკრატელი, სპეციალური საკრეჭი _ ტრიმერი.

ლამაზი და მარტივი
სხვათა შორის, ლამაზად გამოიყურება ყვავილებში ჩარგული მწვანილი, მწვანე ხახვი, ნიორი. ოხრახუში და კამა აქ უკეთესად ხარობს, ვიდრე ტრადიციულ ადგილას.

სამახსოვრო რჩევა


ნასტურცია მშვენიერი დეკორატიული მცენარეა, რომელიც ბაღს გაგილამაზებთ. ეს ერთწლიანი მცენარე ორი სახეობისაა: ერთი სამ მეტრამდე იზრდება და იდეალურია სახლის კედლების, ღობის, ტალავერისთვის. ხოლო ტანმორჩილი ნასტურცია აივანს, ბაღს გაგილამაზებთ. ჩარგეთ მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში 3-4 თესლი 30-40 სმ-ის დაშორებით ან თითო თესლი 10 სმ-ის მოშორებით, 2 სმ-ის სიღრმეზე. ის იდეალურად ხარობს როგორც მზეზე, ასევე ჩრდილში.
ჩვენი რჩევა: როცა კურტკმელი და მოცხარი პირველ ფოთლებს გამოიღებს, ბუჩქის ძირში, ნიადაგზე ტოლი დააფინეთ. ასე მატლები მიწიდან ამოძრომას ვერ შეძლებენ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები