უბრალოდ გაიმეორე - როგორ გავაფორმოთ საღამო მეგობრებთან ერთად

გაზაფხული მოვიდა. არემარე გადამწვანდა. დათბა. სამუშაოს გულს ვეღარ უდებთ, თუმცა შვებულება არ გაქვთ. გასაგებია, ნამდვილად გულდასაწყვეტია, თუმცა ჩვენ შევეცდებით, ამ პრობლემის ძალიან მარტივად მოგვარებაში დაგეხმაროთ და განტვირთვის შესანიშნავი საშუალება შემოგთავაზოთ. ძალიან ლამაზი საღამოების მოწყობაა შესაძლებელი თქვენს აგარაკზე ან თუნდაც უახლოეს სკვერში.

ახლა კი იდეებს შემოგთავაზებთ.


1. პოსტერი თემატური სურათით
პოსტერზე დაბაჭდილი ფოტო მყისიერად გადაგიყვანთ მასზე ასახულ სამყაროში. ლონდონი იქნება ეს, ზღვის სანაპირო თუ უდაბნო, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია.


2. 1000 და ერთი ბალიში
ბალიშები ბუნებაში გასამართი წვეულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია.
თქვენ შეგეძლებათ მშვიდად წამოგორდეთ ბალახში ან თუნდაც ბალიშებით ბრძოლა გაუმართოთ მეგობერებს და გულიანად იხალისოთ.


3. სკივრები და ჩემოდნები
ეს ატრიბუტები იმის მანიშნებელია, რომ თქვენ ჭეშმარიტი თავგადასავლების და მოგზაურობის მოყვარული ხართ. Gგარდა ამისა, სკივრებში უამრავი საჭირო ნივთის მოთავსებაა შესაძლებელი.


4. კიბე
ნუ შეზღუდავთ ფანტაზიას. გამოიყენეთ ყველაფერი, რაც კი წარმოსახვაში გაგიჩნდებათ, მაგალითად კიბე, ის ძალიან საინტერესო და ამავდროულად სახასიათო დეტალია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები