მონდომებისა და ფანტაზიის ხარჯზე თავისუფალი სივრცის ნებისმიერი კუთხის მოწყობაა შესაძლებელი ძალიან კომფორტულ, მოსასვენებლ ზონად.
1. დასაკიდი სავარძელი
აბა სცადეთ და სამოთხის კუთხე აი ასეთი დასაკიდი სავარძლით ან ნებისმიერი საქანელას მეშვეობით მოაწყვეთ.
2. არასტანდარტული გადაწყვეტილება
ძნელი წარმოსადგენია, რომ შავი ფერი ასე უხდებოდეს აგარაკს და განსაკუთრებით მოსასვენებლ ზონას, თუმცა ფაქტი სახეზეა, ასეთი ატმოსფეროთი ნამდვილად შეგიძლიათ დატკბეთ.
3. კოცონი
საკმარისია განალაგოთ აგურები და კოცონის დასანთებად გაამზადოთ. საღამოობით ასეთ კოცონთან ჯდომა მთელი ოჯახისთვის ნამდვილი სიამოვნებაა.
4. ქუჩის ბარი
ასეთი ღია ბარით კი ნებისმიერ ადგილს
5. საზეიმო განათება
საზეიმო განათება კი ადამიანის ხასიათს ყოველთვის დადებით ემოციებს მატებს და კიდევ უფრო საზეიმო განწყობაზე აყენებს.
6. ჰამაკი
რამდენიმეწუთიანი სრულფასოვანი დასვენება მართლაც სასწაულებს ახდენს. ასეთ ჰამაკში დასვენება და ძალების აღდგენა კი მართლაც რომ საოცნებოა.
7. დასვენება შეზლონგზე
ასეთი შეზლონგი აუზის გარეშეც კი თავს ნამდვილ სამოთხეში გაგრძნობინებთ, გირჩევთ აგარაკზე ის თქვენს განუყრელ ატრიბუტად აქციოთ.
8. ორიგინალური ცოცხალი კუთხე
მცენარეები მოსასვენებლ ადგილს ყოველთვის დამატებით სიმყუდროვესა და ჰარმონიას სძენს. რატომაც არა, აბა სცადეთ და სეკულენტები და სხვა მცენარეები პირდაპირ ჟალუზებში მოათავსეთ.
9. ფარდები
ფარდები მხოლოდ ფანჯრებისთვის როდი არის განკუთვნილი. მსუბუქი ფარდები სასიამოვნო ოაზისს შეგიქმნით და მოსასვენებლად განგაწყობთ.