სააგარაკო სახლის დიზაინი - საინტერესო და ორიგინალური იდეები

ზომას მნიშვნელობა არ აქვს. ყველაზე პატარა ნაკვეთშიც კი არის შესაძლებელი პაწაწინა, თუმცა მყუდრო სახლის აშენება. გთავაზობთ საინტერესო და ორიგინალურ იდეებს.


თუ განტვირთვა, დასვენება, ბუნებასთან კონტაქტი გსურთ, აგარაკზე წასვლა და საკუთარ სახლში დასვენება საამისოდ საუკუეთესო საშუალებაა. თუ გინდათ ასე მოიქცეთ და ფიქრობთ, რომ სახლი ააშენოთ, თუნდაც მოკრძალებული ბიუჯეტით, მაშინ ეს მასალა სათქვენო ყოფილა.
სახლის დიზაინის შერჩევის დროს ნუ შეუშინდებით მკვეთრ და კაშკაშა ფერებს. ეცადეთ გაახალისოთ გარემო, ინტერიერი, ექსტერიერი. გამოიყენეთ ყვითელი, წითელი, ნარინჯისფერი. ეს თქვენს განწყობაზე აუცილებლად პოზიტიურად იმოქმედებს.

მსგავსი ტიპის ნაგებობა
გულგრილს ვერავის დატოვებს.

ძველი ტრეილერი გაქვთ, რომელმაც საკუთარი თავი დიდი ხანია ამოწურა? სამი თვე, ცოტა მონდომება და თქვენ ახალი სახლი გექნებათ.

მინიატურული ქოხის მოყვარულები კი ეს ვარიანტი ალბათ, დააკმაყოფილებს. მიუხედავად მცირე ზომისა, აქ შეიძლება მოთავსდეს ორი საწოლი, სამზარეულო, მინი მაცივარი და ხელსაბანი. 

თუ ბუნებასთან საბოლოოდ შერწყმა გადაწყვიტეთ, 19 კვადრატული მეტრი ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან გაკეთებული სახლი ამაში დაგეხმარებათ.

საძირკველის გარეშე სახლი წარმოუდგენელია, ეს კი ორსართულიანი პატარა სახლია, რომელიც ნამდვილად კომფორტულად არის მოწყობილი.

ვერ ელევით თქვენ ბორბლებიან სახლს? ის საკუთარ აგარაკზე წააბრძანეთ. ძალიან მოხერხებული და კომფორტული გადაწყვეტილება სეზონის ნებისმიერი დროისთვის.

აგარაკის სახლიც შეიძლება იყოს თეთრი და ნათელი.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები