საყოველთაოდ ცნობილია ქაუთაისის ულამაზესი სახლების და ეზოების შესახებ. ამ ქალაქაში განსაკუთრებულად მაღალი გემოვნების ხალხი ცხოვრობს, თუმცა – საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის დამფუძნებლის – ბუბა ჩივაძის სახლით და ბაღით ყველა იმდენად აღფრთოვანებულია, მას რეზიდენცია უწოდეს.
ბუბა ჩივაძე ქუთაისიდან თავად გვესაუბრა თავის სახლსა და ბაღზე...
- გვიამბეთ თქვენს სახლზე, როდის აშენდა და როგორია სახლის ინტერიერი?
- ზუსტად შემიძლია გითხრათ, 100 წლის სახლია, დამახასიათებელი ძველი უზარმაზარი ქვა-ბეტონის კედლებით. სახლის მთლიანი აგებულება შენარჩუნებულია, ვინაიდან ძალინ მომწონს ძველი ინტერიერ-ექსტერიერი და ამავე დროს აფრიკული სტილი. ასეთ სტილში გვაქვს
- თქვენი საოცარი ბაღი რა ხნის განმავლობაში იქმნებოდა და როგორ შეძელით ამდენი ყვავილების მოშენება-მოვლა?
- მცენარეებს უზარმაზარი მოვლა-პატრონობა სჭირდება. კვირაში ერთხელ მაინც მიწევს მისი დამუშავება როგორც მცენარის მოვლის პრეპარატებით, ასევე გამდიდრება-დანამატებით. სახლის მცენარეების დიდი მოყვარულია დედაც, მზია ლიფონავა-ჩივაძე, რომელიც ქუთაისის 22-ე საჯარო სკოლის პედაგოგია. მცენარეების სიყვარული და მისი მოვლა-პატრონობა დედიდან მოდის. დაახლოებით 4 წელია დავიწყე ეზოს მცენარეებიის მოძიება, მოტანა და ჩემი სახლის პირობებზე მორგება. მცენარეების გარდა ცხოველების მოყვარულიც ვარ. გვყავდა ზაზუნების ყველა ჯიში. დიდი გიგანტური ბაჭიები, ზღარბი, ფერადი თუთიყუშები, რომლებიც დროის სიმცირის გამო დროებით გავაჩუქე. ახლა მხოლოდ ჩემი გოგოთი შემოვიფარგლებ ი მოფერებით ასე ვეძახი შუააზიურ თეთრ ნაგაზს, სახელად მარტას), რომელიც მცენარეებს რომ შეგუებოდა და არ დაეზიანებინა, დამყავდა კინოლოგთან. რასაც ვუბრძანებ, მარტა ასრულებს. ის არ ერჩის და არ აფუჭებს მცენარეებს.
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები... კიდევ რა მიემატება ამ წალკოტს?
- ჯუჯა ბუჩქები, წიწვოვანი ნარგავები, ნეკერჩხალი. დანარჩენს დრო მიჩვენებს. მომავალ წელს მთლიანად უნდა დავასრულო ნარგავების დარგვა ჩემს ეზოში.
- რა რჩევებს მისცემდით ხალხს, ვისაც სურს ასეთი ლამაზი ბაღი ჰქონდეს - ბევრი ფინანსები სჭირდება?
- მოვლა სჭირდება დიდი. ეს არის სილამაზე, რომლითაც უნდა დატკბე.
- სახლს რომ მივუბრუნდეთ, როგორი ავეჯი გაქვთ, რა უნიკალური ნივთებია სახლში?..
- გვაქვს როგორც თანამედროვე, ისე ძველი ავეჯიც. უნიკალურ ნივთებს არ ვაგროვებ. ვაგროვებ მხოლოდ ძველ საკრავებს, თუნგებს, ძველ უთოებს, ტელეფონებს და ისეთ ნივთებს, რომლებიც დროდადრო მივიწყებას ეძლევა. მომწონს სპილენძისა და რკინის ნაკეთობები.
მანანა გაბრიჭიძე