ნანა ჩაჩუას ყვავილები - ცნობილი ფსიქოლოგის სავანე ჩუმათელეთში

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ამბობს, რომ ყველა მცენარე უყვარს. მას ყვავილები ოფისშიც აქვს და აგარაკზეც... ჩუმათელეთში მის საოცარ აგარაკს მთელი ზაფხულის განმავლობაში სტუმრები ჰყავს, მათ შორის ბევრი ცნობილი ადამიანი...


- ყვავილები ჩემს ოფისშიც მაქვს და აგარაკზეც! ყველა ასაკისთვის მცენარესთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია! ჩვენ ტექნოლოგიურ საუკუნეში გვიწევს ცხოვრება და ბუნებასთან სიახლოვის მოთხოვნილება უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ასაკობრივ ზრდასთან ერთად კიდევ უფრო და უფრო მატულობს ბუნებსათან და მცენარეებთან ურთიერთობის მოთხოვნილება!


- თქვენს აგ

არაკზე გვიამბეთ...
- აგარაკი ჩუმათელეთში საკმაოდ ადრე შეძენილია, ოღონდაც ეს არ არის მემკვიდრეობით მიღებული. მეც ბევრი დრო მაქვს ბავშვობიდან იქ გატარებული და შემდეგ ჩემი ბავშვებიც ისე გავზარდე, ახლო-მახლო სოფლებში ბევრ დროს ატარებდნენ. შემდეგ ოჯახმა გადავწყვიტეთ ჩვენი საკუთარი აგარაკი გვქონოდა... ჩუმათელეთში ძალიან კარგი ჰაერია, წყალი - ჭა ეზოში გვაქვს, სახლშიც ცენტრალიზებულია ეს წყალი და საერთოდ ჭის წყალს ვიყენებთ. წყალსაქაჩი გვაქვს და ყველა ინფრასტრუქტურა გამართულია! სახლიც ყველანაირად კომფორტულია, როგორც საზაფხულოდ, ასევე საზამთროდ მოწყობილი! ეზო საკმაოდ დიდია იმისთვის რომ ბავშვება ირბინონ, კალათბურთი ითამაშონ, არის გასართობები - საქანელები, ჰამაკი, მაგიდის ჩოგბურთი... გვაქვს ბოსტანი და ვცდილობ იქ ყველაფერი ჩემი ხელით გავაკეთო... გვაქვს ჩვენი პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, მწვანე ლობიო და თითქმის ყველა სახის ბოსტნეული. თქვენ წარმოიდგინეთ კარტოფილიც კი მოგვყავს! ახლა უკვე არის ქინძი, კამა... ყვითელი ყვავილი გვაქვს, რომელსაც ვახმობთ და ქალაქში მთელი ზამთარი ვსარგებლობ, შეძენა აღარ მჭირდება! არაჩვეულებრივი ხილი გვაქვს - ალუბალი! შავი ქლიავით და ჭანჭურით საერთოდ ცნობილია ჩუმათელეთი და შავ ქლიავს მე არც ვყიდულობ ჩემი ოჯახისთვის! იქ ვაშრობ ბუნებრივად და მთელი ზამთრის გამავლობაში ვსარგებლობთ! გვაქვს ბლომად ჟოლო, ჯონჯოლის ხეები... ადრეულ გაზაფხულზე ჩავდივარ, ჩითილებს ვყიდულობ და ვზრდით... ჩემი პატარა შვილთაშვიისთვის თხა გვყავს და თხის რძე რომ ჰქონდეს ბავშვს... გვყავს ბაჭია, რომელსაც ბავშვი მოსვენებას არ აძლევს და ხელში ჰყავს ხშირად... გვყავს ძაღლი - ბიბი...

სახლი სამსართულიანია. შიდა კიბეები აქვს. ბუხარი გვაქვს, რომელიც განსაკუთრებულად ზამთარში არის ლამაზი და კარგი! მეოთხე სართული მანსარდია და მანსარდიდან გაღმა ტყე და მთები ჩანს! მთელს სოფელს გადაყურებს და ძალიან სასიამოვნო ხედია! ზაფხულობით ძალიან ბევრი სტუმრები გვყავს, მათ შორის ცნობილი ადამიანები. მაგალითად - ლია მიქაძე ზაფხულს ჩვენთან ატარებს! იგი ჩემი ახლო მეგობარია! ასევე  ნაირა გელაშვილი, ლია შარაშენიძე, დავით გაბრიჩიძე, გიორგი შეროზია...


- როგორი ყვავილების ბაღი გაქვთ?
- ძირითადად ვარდები! განსაკუთრებულად მიყვარს ვარდები და ახლა უკვე ყველა მათგანი აყვავებულია... გვაქვს იასამანი... გულწრფელად გითხრათ - ყველა ყვავილი და მცენარე მიყვარს, მაგრამ აკაციის ხეს და აკაციის ყვავილს ვერაფერი შეედრება! საოცარი სურნელი აქვს! ძალიან საინტერესოა მსხლის და ვაშლის ყვავილების აგებულება! ულამაზესია მსხლის ყვავილი, ვაშლის ყვავილზე აღარაფერს ვამბობ... არ ვიცი ადამიანებს, რამდენად აქვთ მათი სილამაზე შემჩნეული! განსაკუთრებული სურნელი აქვს ნაძვს გაზაფხულზე, როცა დამტვერვა ხდება იმ პერიოდში.
ჩემს ეზოში ძალიან ბევრი გვირილაა, საკმაოდ დიდი გვირილებია... ბალახს ვთიბავთ და მეზეობლებს ვაძლევთ საქონელისთვის... ახლოს ცხოვრობს ჩემი მეუღლის ძმის ოჯახი, ახლო ნათესავები, კარგი მეზობლები და გვეხმარებიან, სახლი და ეზო მოვლილი იყოს!

ქალბატონი ნანას ოფისის მცენარეები

მანანა გაბრიჭიძე

კომენტარები

მარინე 2017-06-21 00:00
ძალიან მიყვარს ჩუმათელეთი! მთელი ბავშვობა მაქ გავატარე, არაჩვეულებრივი, გულიანი ხალხი, დღემდე გვაქვს მათთან ურთიერთობა! ჩუმათელეთი, იტრია, სურამი...სამკურნალო ჰავა, ტკინის წყალი, ბუნება, ნაძვნარი!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები