მარიამ კუტივაძე პროფესიით ფილოლოგია. თერჯოლის რაიონის სოფელ ალისუბნიდან შემოგვეხმიანა, სადაც მშვენიერი ეზო გააშენა. გარდა ამისა, ხელმარჯვეობაც ეხერხება და შესანიშნავად აფორმებს ყვავილების ქოთნებს, სიმინდის ფუჩეჩისგან კი მაგიდებს და ქლაჩებსაც კი აკეთებს.
- ყვავილები ბავშვობიდან მიყვარდა. ბოლო 3 წელია აქტიურად დავიწყე ამ კუთხით მუშაობა.
დედა მეხმარება მოვლაში, რადგან მარტო გასაკეთებლად რთული და შრომატევადი საქმე. იდეები, ფანტაზიები კი ჩემი, ეზოშიც და ქოთნების გაფორმებაშიც.
ყვავილები ჩემი ცხოვრების ნაწილია... მაქვს ეზოს ყვავილების მრავალი სახეობა და ოთახის მცენარეები - დაახლოებით 160 სახეობამდე, მოვლა რთული არ არის, უბრალოდ უნდა იცოდე,
როგორ მოუარო.
ჩემს ეზოში კიდევ ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, ამ ეზოს მოწყობისთვის არ დამიხარჯავს არც ერთი თეთრი, მხოლოდ იდეა და მარჯვე ხელების დამსახურებაა. სამომავლოდ ვგეგმავ აუზის გაკეთებას და ალბათ აუზის კეთების პროცესში სხვა იდეებიც გამიჩნდება.