როგორ გამოვიყენოთ საბავშვო ტალკი (პუდრი) აგარაკზე

ტალკის სარგებლობის შესახებ ბავშვის კანთან დაკავშირებით ბევრი რამ არის ცნობილი, თუმცა საინტერესოა, როგორ შეიძლება ამ საშუალების აგარაკზე გამოყენება.


საგაზაფხულო სამუშაოები
მიწაში ჩარგვამდე ნერგს ძირზე თხლად ტალკი რომ გადავუსვათ, თავიდან ავიცილებთ მისი ლპობის პროცესს. ეს საშუალება ასევე ძალიან კარგად მოქმედებს მშიერი თაგვების წინააღმდეგ, რომელთაც თქვენი ბოსტნეულის განადგურება აქვთ გადაწყვეტილი.


მწერებთან ბრძოლა
თუ თქვენს ბაღში ჭიანჭველები მომრავლდნენ, დიდი ლაბათობაა იმისა, რომ ისინი სახლშიც შემოარწევენ. აი, ამ დროს ნამდვილად ღირს ტალკის გამოყენება, რადგან მწერები მას უბრალოდ ვერ იტანენ.


მღრღნელები
აგარაკის მეპატრონეებისთვის კარგად არის
ცნობილი მღრნელებთან დაკავშირებული პრობლემები, იქნებიან ეს კურდღელები თუ სხვა. თუ ისეთი მცენარეები გაქვთ ბაღში, რომლებიც იზიდავენ მღრღნელებს, გარშემო საბავშვო ტალკი მოაყარეთ. ასე პრობლემას უმარტივესად მოაგვარებთ.


რეზინის ხელთათმანები
რეზინის ხელთათმანებში ხმარების წინ ტალკი რომ ჩაყაროთ, სამუშაოს დასრულების შემდეგ მისი მოხსნა ძალიან გაგიადვილდებათ.


უთხარით არა წყლულებსა და მაზოლებს
სამუშაოს დაწყების წინ ინსტრუმენტების სახელურზე დაიტანეთ საბავშვო ტალკის სქელი ფენა და მაზოლებსა და წყლულებს სამუდამოდ დაემშვიდობეთ.


არა უსიამოვნო სუნს
რაღა დასამალია და აგარაკზე მუშაობის დროს ადამიანები ძალიან ოფლინდებიან და უსიამოვნო სუნიც ამის თანმდევი შედეგია. იმისათვის, რომ თქვენმა ფეხმა სუსუფთავე შეინარჩუნოს და არც უსიამოვნო სუნმა შეგაწუხოთ, ფეხსაცმელში ტალკი ჩაყარეთ. იგი შეიწოვს ზედმეტ ტენს და თავიდან აგარიდებთ ინფექციურ სოკოს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები