ფანჩატური ბაღში - საინტერესო იდეები

აგარაკზე, ეზოში, რაიმე თავშესაფრის გარეშე გაჩერება, განსაკუთრებით დღის საათები ჭირს ხოლმე. ამიტომ ფანჩატური ის ადგილია, სადაც ადამიანები სიამოვნებით შეაფარებენ ხოლმე თავს და ისვენებენ, განიტვირთებიან, საუბრობენ, მიირთმევენ ყავას, ჩაის და ა.შ. ფანჩატური აძლიან ბევრნაირი შეიძლება იყოს. ფანჯრით და ფანჯრის გარეშე, კარით და კარის გარეშე.



მისი გაკეთება შესაძლებელია როგორც ტერასაზე, ისე ეზოში. იდეა უამრავი არსებობს, ეს მხოლოდ ადამიანის გემოვნებაზეა დამოკიდებული და რა თქმა უნდა, ლანდშაფტზე, გარემო პირობებზე.

მასალადაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ხე, რკინა, წნელი, ნაჭერი, მინა და კიდევ უარავი რამ.

ბოლო დროს
ძალიან აქტუალური გახდა ტოპიარია, მცენარეების არქიტექტურული გაფორმება, რომელიც ასევე ფართოდ გამოიყენება მებაღეობაში და ძალიან ლამაზადაც გამოიყურება. ფანჩატურის შემთხვევაშიც შესაძლებელია ამ იდეის გათვალისწინება.


ცუდ ამინდში ძალიან მოსახერხებელია გადახურული ფანჩატური, სადაც დაცული იქნებით წვიმისა და ქარისაგან.






კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები