ლამაზი, მაგრამ შხამიანი - მცენარეები, რომელთაც უნდა ვუფრთხილდეთ

ბუნებაში არსებობს მცენარეები, რომლებიც ძალიან ლამაზად გამოიყურება, თუმცა მათთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან შხამიანია.

ცერბერიუსი
ეს მცენარე ძალიან ჰგავს ოლეანდრს, რადგან ისინი ერთი ოჯახის წარმომადგენლები არიან, თუმცა ცერბერიუსი ბევრად ტოქსიკურია. თუ ადამიანია ხანგრძლივად შეისუნთქავს მის სუნს, არითმია შეაწუხებს.

ოლეანდრა

ამ მცენარეს დეკორატიულად იყენებენ ხოლმე. ის ადვილად იზრდება, რადგან არ არის პრეტენზიული, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ მისი ფოთლები შეიცავს შხამიან ნივთიერებას, გლიკოზიდებს, რომელიც მცირე დოზით ხელს უწყობს გულის მუშაობას, თუმცა გადაჭარბებული დოზა იწვევს არითმიას, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს.

ჰემლოკი

ერთ-ერთი შხამიანი მცენარეა, ქოლგოსანთა ოჯახის წარმომადგენელი.
ის ხშირად ერევათ ძირხვენაში, არადა, ჰემლოკი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს.

აკონიტი
ეს მცენარე შეიძლება შეგხვდეთ ტყეში, მინდორში, მისი ნებისმიერი დოზა იწვევს სიკვდილს.

დიფენბახია

დიფენბახიას აქვს პატარ-პატარა ეკლები. თუ ის ადამიანს შეერჭობა, შხამი ორგანიზმში ხვდება. ეცადეთ, ეს მცენარე მაქსიმალურად მოარიდოთ ბავშვებს.

აგერატინა
ეს განსაკუთრებით საშიში მცენარეა, რომელიც ცხოველის მეშვეობითაც გადადის ადამიანზე, მისით მოწამლულმა ძროხის ხორცმაც კი შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი.

ბრუგმანსია

იგივე ანგელოზის საყვირი. ამ მცენარეს შეიძლება შეხვდეთ ბაღებსა და პარკებში. ძალიან ლამაზი და კაშკაშაა. თუმცა ეს მცენარე შეიცავს ატროპინს და სკოპოლამინს, რაც საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის.

აბრუსი
ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე საშიში და შხამიანი მცენარე. შხამანი ნივთიერება არბინი გადანაწილებულია მთელ მასაში - ღეროში, ფოთლებსა და თესლში. ამ ტოქსინს ძლიერი მოწამვლის გამოწვევა შეუძლია დიარეით, გულისრევით, სისხლის მიმოქცევის და სუნთქვის დარღვევით. ამ მცენარის გამოყენება კულინარიასა თუ წამლად, სპეციალური განათლების გარეშე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები