გოგრის თესლის სასარგებლო თვისებები - ის, რაც გოგრის თესლზე უნდა იცოდეთ

გოგრის სასარგებლო თვისებები ყველასთვის ცნობილია და ის, რომ გოგრა სასარგებლოა, არავისთვისაა საკამათო. თუმცა კონკრეტულად რისთვის არის კარგი, რას შეიცავს განსაკუთრებით მისი მთავარი "საბადო" - თესლი, ყველამ არ იცის.

რითი არის სასარგებლო გოგრის თესლი
გოგრის თესლი მდიდარია ომეგა 3-ითა და E ვიტამინით. ეს ვიტამინები აუცილებელია თმის, ფრჩხილისა და კანისათვის.
გოგრის თესლი მდიდარია ასევე ფიტოესტროგენით, რაც უთანაბრდება ქალის ჰორმონს. ამიტომ ეს პროდუქტი განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისთვის. მეცნიერები ასვე ამტკიცებენ, რომ გოგრის თესლი დაბლა წევს მკერდის კიბოს წარმოქმნის რისკს.
ასევე ძალიან სასარგებლოა გოგრის თესლი
მოზარდებისთვის, იგი ძალიან ეფექტურად ებრძვის აკნეს. საქმე ის არის, რომ ეს პროდუქტი ასევე მდიდარია თუთიით, რაც ასე საჭიროა ჯანსაღი კანისთვის. დღეში ერთი ჩაის კოვზი გოგრის თესლის მირთმევა ამ პრობლემას მოაგვარებს, ეს ძალიან კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა.
იმისათვის, რომ გონებამ სხარტად და კარგად იმუშაოს, საჭიროა მისი კვება. 70 გრ გოგრის თესლი შეიცავს ფოსფორის დღიურ ნორმას, რომელიც აუცილებელია არა მარტო ტვინისთვის, არამედ ძვლებისთვისაც. აქედან გამომდინარე,მ ეს პროდუქტი ამაგრებს ძვლებს, ხერხემალსა და სახსრებს. თევზში, მაგალითად, ფოსფორის რაოდენობა 2,5-ჯერ ნაკლებია.
მამაკაცებში გოგრის თესლი ძალიან უხდება წინმდებარე ჯირკვლებს. თუთია ხელს უშლის ისეთი პრობლემების წარმოქმნას, როგორიც არის პროსტატა და უშვილობა. იგი ამაღლებს პოტენციასა და ძალიან ეფექტურია ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ სამკურნალოდ.
როგორც იცით, გოგრის თესლით ებრძვიან ასევე ჭიებს. ეს უკვე დიდი ხნის და გამოცდილი მეთოდია.
და ბოლოს, გოგრის თესლის ჭამა უბრალოდ სახალისო და სასიამოვნო პროცესია, იგი შეიცავს ამინიომჟავას, რომლისგანაც ჩვენი ორგანიზმი წარმოქმნის სეროტორინს, ბედნიერების ჰორმონს. ასე რომ, გოგრის თესლით შესაძლოა დეპრესიასაც კი გაუმკლავდეთ.

გოგრის თესლს, მისი სამკურნალო თვისებების გამო, აქტიურად იყენებენ სამედიცინო პრეპარატებში. მაგალითად, "სახალხო აფთიაქში" დიდი პოპულარობით სარგებლობს გოგრის ზეთი“LIK” თუთია, რომელიც სრულიად ბუნებრივი და უნიკალური საშუალებაა - თუთიით გაჯერებული. 

ეფექტური საშუალებაა მხედველობის პრობლემის დროს, საჭმლის მომნელებელი სისტემისათვის - გოგრის ზეთში შემავალი უჯერი ცხიმოვანუ მჟავები, ფლავონოიდები და ფოსფოლიპიდები ხელუწყობს ნაღვლის წვენის გამომუშავებას და აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას. მასში შემავალი ვიტამინი B1 აბალანსებს კუჭის წვენის მჟავიანობას. გოგრის ზეთი ეფექტური საშუალებაა შარდ-სასქესო სისტემის სამკურნალოდ. იგი იცავს შარდ-სასქესო ორგანოების სისხლძარღვებსა და ქსოვილებს ანთებითი პროცესბისაგან.
გოგრის ზეთი მასში შემავალი თუთიისა და სელენის გამო აქტიურად გამოიყენება რეპროდუქციული ფუნქციის გასაუმჯობესებლად, როგორც მამაკაცებში ასევე ქალებში. აწესრიგებს სპერმატოგენეზის პროცესს და ოვულატორულ ციკლს.
აუმჯობესებს ნაღვლის ბუშტის მოქმედებას, ნაღვლის წვენის გამოყოფას, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციებს. მასში შემავალი ვიტამინი B1 აბალანსებს კუჭის წვენის მჟავიანობას. აქვს მსუბუქი საფაღარათე თვისება. აძლიერებს იმუნიტეტს ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ, ეფექტურია ჰელმენთების (ჭიებით ინვაზიის) დროს, რეკომენდებულია თუთიის ნაკლებობისას (ინიშნება 18 წლიდან). 



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები