როგორ მოვიქცეთ თუ სარკე გაგვიტყდა და რატომ ფიქრობენ, რომ ეს ცუდის ნიშანია

ეს სასიამოვნო ნამდვილად არ არის, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი სარკე უნდა შევიძინოთ და ეს გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, არამედ იმიტომაც, რომ თავად სარკე მისტიური ნივთია, ამიტომაც არის, რომ ძალიან ბევრ მაგიურ რიტუალში მას ცენტრალური როლი აკისრია ხოლმე.
გატეხილი სარკე კი ყოველთვის უბედურებასთან ასოცირდება. ძველად ითვლებოდა, რომ სარკე ადამიანის არა მარტო სხეულსა და სახეს ირეკლავს, არამედ სულსაც. სწორედ ამიტომაც ეშინოდათ ადამიანებს სარკის გატეხვის და მას ძალიან დიდი სიფრთხილით ეპყრობოდნენ.

სარკის გატეხვასთან დაკავშირებული ცრურწმენები სხვა ქვეყნებშიც აქტუალურია, მაგალითად ინგლისში მიაჩნდათ, რომ
სარკის გატეხვა ახლობელი ადამიანის გარდაცვალების მომასწავებელი იყო, უბედურების თავიდან აცილების მიზნით სარკის ყველა ნამსხვრევი ერთად უნდა შეეგროვებინათ და მდინარეში ჩაეყარათ. სხვათა შორის, ბრიტანელებს ამის დღმედე სჯერათ.
ამერიკელები კი უბედურების თავიდან აცილებას ოქროს მეშვეობით ცდილობდნენ. თუ სარკე გაუტყდებოდათ, ჯიბიდან ოქროს მონეტას იღებდნენ და ჯვარს ისახავდნენ. თანამედროვე ამერიკაში ოქროს ნაცვლად ერთდოლარიანით სარგებლობენ.

რა ვუყოთ გატეხილ სარკეს

ჯიბის სარკესთან დაკავშირებით ყველაფერი მარტივად არის, გაგიტყდა - ჩააგდე ურნაში და მორჩა, აი, დიდი ზომის სარკის გატეხვის შემთხვევაში კი საქმე უფრო რთულად არის.
კატეგორიულად არ შეიძლება გაბზარულ სარკეში ჩახედვა, ასევე სარკის ნამსხვრევებში.
არც სახლში გაჩერებაა კარგი, დაუყოვნებლივ უნდა გადაყაროთ. გირჩევთ გაიკეთოთ ხელთათმანები, რათა თავიდან აიცილოთ მოსალოდნელი ტრავმა.
გატეხილ სარკეს ისე უნდა მიუდგეთ, რომ მასში საკუთარი ანარეკლი არ დაინახოთ, შესაძლოა ფრთხილად რამე გადააფაროთ კიდეც.
ადგილი, სადაც სარკე გატყდა, კარგად უნდა მოირეცხოს წყლით. 
აუცილებლად იყიდეთ ახალი სარკე რაც შეიძლება სწრაფად.
და ბოლოს, რაც შეიძლება სწრაფად დაივიწყეთ ეს უსიამოვნება და ეცადეთ ამაზე საერთოდ აღარ იფიქროთ.

კომენტარის დამატება