სიმდიდრის ენერგია - როგორ მოვმართოთ ჩვენი საფულე ფულისკენ

ფული ზედმეტი არასდროს არის. ფულის გამო ხშირად დაუფიქრებლად ვთანხმდებით კიდევ ერთ სამსახურზე, უარს ვამბობთ თავისუფალ დროზე და გამოძინებაზე, თუმცა გამომუშავებული ფული მაინც არ გვყოფნის. იქნებ რამეს არასწორად ვაკეთებთ?
ეზოთერიკოსები დიდი ხანია მუშაობენ ფულის მოზიდვის თემაზე. როგორც ამბობენ, მათი მეთოდები ამართლებს.

შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას მათგან, რომელიც თურმე ვისაც ამის სჯერა, ეხმარება ფულის მოზიდვაში. მთავარი მოთხოვნაა, რომ ყველა ეს ტექნიკა ახალი და მზარდი მთვარის დროს იქნას გამოყენებული. მხოლოდ ვალების გასტუმრების ტექნიკას იყენებთ მილეული მთვარის დროს.


ლამბაქი


მოიძიეთ სამზარეულოში პატარა ლამბაქი ცისფერი კანტით,
თუ ასეთი არ გაქვთ, ყიდვა მოგიწევთ.
დაალაგეთ ამ ლამბაქზე ქაღალდის ფულის კუპიურები და სთხოვეთ ოჯახის რომელიმე წევრს, რომ მოგართვათ. აუცილებლად მადლობა გადაუხადეთ სამყაროს ასეთი გულუხვი საჩუქრისთვის.
ფული შეგიძლიათ სხვა ნივთით ჩაანაცვლოთ, მაგალითად სახლის ან მანქანის გასაღებით.

ოთხი სტიქიის ძალა

იმისათვის, რომ თქვენი ფინანსური ენერგია გაახლდეს, პირველ რიგში შეცვალეთ საფულე, სასურველია, ახალი საფულე იყოს ძვირად ღირებული, წითელი, ვარდისფერი ან ყავისფერი. ისეთი სიგრძის, რომ ქაღალდის ფული თავისუფლად ეტეოდეს სიგრძეში და გადაკეცვა არ სჭირდებოდეს. 

ნავი

ეს კი ვალებისა და კრედიტებისგან გათავისუფლების უნიკალური ტექნიკაა თურმე. თქვენ დაგჭირდებათ ქაღალდი, რომელზეც ჩამოწერთ ყველა ვალსა თუ კრედიტს, შემდეგ კი მშვიდად წარმოთქვამთ, რომ მშვიდად და აუღელვებლად ემშვიდობებით ვალებს. როგორც წესი, ეს კეთდება თვეში ერთხელ - აკეთებთ ამ ქაღალდისგან ნავს და უშვებთ წყალში. ასე თითქოს ყველა ვალს ემშვიდობებით...
ალბათ გაგეცინებათ. არ დაგიმალავთ და ჩვენს გაგვიჭირდა ამის სერიოზულად აღქმა, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ ეს მუშაობს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები