რა არის გოჯი ბერი, იგივე მგლის კენკრა, რომელიც ცნობილი საქართველოს ეროვნული ნაკრების მენიუდან გახდა და ხარობს თუ არა ეს მცენარე საქართველოში?

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ითა­მა­შებს. გა­დამ­წყვეტ მატჩში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა სა­ბერ­ძნე­თი თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ით და­ა­მარ­ცხა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ქვე­ყა­ნა­ში ზე­ი­მი დღემ­დე გრძელ­დე­ბა, ჩვე­ნი მკი­თხვე­ლიც ჯი­უ­ტად გვთხოვს, რომ კვლა­ვაც შევ­თა­ვა­ზოთ სტა­ტი­ე­ბი ამ გა­მარ­ჯვე­ბა­ზე.

ამ­ჯე­რად გა­დავ­წყვი­ტეთ კი­დევ ერთი მკი­თხვე­ლის სურ­ვი­ლით მო­ვამ­ზა­დოთ სტა­ტია, თუ რა არის გოჯი ბერი, რო­მე­ლიც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და მას შემ­დეგ, რაც გა­ირ­კვა, რომ ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის წევ­რებს ის გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვართ, მას მერე, რაც მათ­მა შეფმ­ზა­რე­ულ­მა კონ­სტან­ტი­ნე თე­დე­ლურ­მა ნაკ­რე­ბის მე­ნი­უ­ში შე­ი­ტა­ნა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის კვე­ბა­ზე სწო­რედ შეფი კონ­სტან­ტი­ნე ზრუ­ნავ­და.

"შეფ,
რა ჰქვია იმას? გოჯი ბერი! გო-ჯი ბე-რი! გო-ჯი ბე-რი!.." - ის­მის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ გა­სახ­დე­ლი­დან გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კად­რებ­ში.

"ეს არის სხე­უ­ლის ელექ­სი­რი, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს უამ­რავ ვი­ტა­მინს, მი­ნე­რალს, ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბა მხედ­ვე­ლო­ბას, თა­ვის ტვი­ნის მუ­შა­ო­ბას და კონ­ცენ­ტრა­ცი­ას და ასე­ვე ძა­ლი­ან კარ­გია კან­სა და კუნთს შო­რის წარ­მოქ­მნი­ლი ცხი­მე­ბის და­საშ­ლე­ლად, რაც ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია", - გა­ნა­ცხა­და შეფ კონ­სტან­ტი­ნემ, რო­დე­საც ჰკი­თხეს, თუ რა იყო გოჯი ბერი.
მაშ ასე: რა არის გოჯი ბერი?
გოჯი ბერი, იგი­ვე მგლის კენკრა - "WolfBerry“ (Licium Barbarum) ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი კენკრო­ვა­ნი მცე­ნა­რეა და ჩი­ნუ­რად დღეგ­რძე­ლო­ბის ნა­ყოფს ნიშ­ნავს.

ძვე­ლი ჩი­ნუ­რი გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, დე­და­მი­წა­ზე ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ხან­დაზ­მულ ადა­მი­ანს ლი ცი­ნი­უ­ნი ერ­ქვა და 256 წე­ლი­წადს იცო­ცხლა. ლი ცი­ნი­უ­ნის ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლის სა­ი­დუმ­ლო იყო მცე­ნა­რე, რომ­ლის ნა­ყოფ­საც იგი ყო­ველ­დღე ჭამ­და. ეს იყო გო­ჯის კენკრა, იგი­ვე გოჯი ბერი. განაგრძეთ კითხვა



მის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია გხვდე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 4000 წლის წინ შა­ნის დი­ნას­ტი­ის ჩი­ნურ ხელ­ნა­წერ­ში, ხოლო მისი სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი "სი­ცო­ცხლის ხის“ სა­ხე­ლით აღი­წე­რა "სიმ­ღე­რე­ბის წიგნ­ში“ 2000 წლის წინ.

ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, გოჯი ბე­რის სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი პირ­ვე­ლად ტი­ბე­ტელ­მა ბე­რებ­მა შე­ნიშ­ნეს. მო­ნას­ტრის სი­ახ­ლო­ვეს, რამ­დე­ნი­მე წყა­როს­თან იზ­რდე­ბო­და ეს მცე­ნა­რე­ე­ბი, თუმ­ცა ჩი­ტე­ბის გარ­და არა­ვინ აგე­მოვ­ნებ­და, თუმ­ცა მწი­ფე ნა­ყო­ფი წყა­რო­ში ცვი­ო­და და სვამ­დნენ რა ამ წყალს, ბე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს მისი მრა­ვა­ლი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები