ამბობენ, რომ დაზიანებულია საათმა შეიძლება იმოქმედოს ადამიანის განწყობაზე, საქციელზე და ბედზეც კი. დრო თუ უეცრად გაჩერდა, ეს ცუდის ნიშანია.
საათს ადამიანის ცხოვრებაში საკმაოდ დიდ დატვირთვა აქვს. საათის მეშვეობით ვახდენთ დროში ორიენტაციას. თუმცა ამ ნივთს, ატარებთ მას ხელზე თუ გაქვთ სახლში, როგორც აქსესუარი, ბევრი ცრურწმენა უკავშირდება.
მოდით ვნახოთ, რატომ არ შეიძლება სახლში გაფუჭებული საათის შენახვა, რას ფიქრობენ ეზოთერიკოსები.
თუ სახლში გაქვთ თქვენთვის თუნდაც ძალიან ძვირფასი საათი, რომელიც აღარ მუშაობს, დაუფიქრებლად და სინანულის გარეშე მოიშორეთ თავიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ერთი შეხედვით აბსოლუტურად
არის შემთხვევები, როდესად კედელზე დაკიდებული გაჩერებული საათი თავისით იწყებს მუშაობას. ეს კარგის ნიშანი არ გახლავთ. ცრურწმენებს თუ დავუჯერებთ, ეს შესაძლოა უბედურების მანიშნებელიც იყოს.
ზოგს ძველისძველი საათი, თუნდაც გაფუჭებული, რელიქვიად აქვს ოჯახი და ვერ იმეტებს გადასაგდებად სწორედ იმის გამო, რომ ვიღაცის ნაქონია ან რაღაცას ახსენებდეს, არადა, ასეთი საათი შესაძლოა ნეგატიურ ენერგიას ინახავდეს და კაგი იქნება, თუ მალევე მოიშორებთ თავიდან.
საქმე ის არის, რომ საათი აუცილებლად ცოცხალი ადამიანისგან უნდა დაგრჩეთ. სწორედ ამ შემთხვევაში არის ის დადებითი ენერგიის მატარებელი.