ამ სეზონზე ხშირად შეხვდებით ძირს ჩამოცვენილ ცხენისწაბლას ნაყოფს. იგი თბილისშიც ძალიან ბევრია. მიუხედავად იმისა, რომ საკვებად არ გამოდგება, ამ მცენარეს ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება მიეწერება.
სამკურნალოდ იყენებენ ნაყოფისა და ქერქის ნახაშს.
ცხენისწაბლას სარგებლიანობა გამოიხატება შევიწროებული არტერიების გაფართოებით, სისხლის ნაკადის აჩქარებით, კაპილარების განვლადობისა და სიმყიფის შემცირებით, პათოლოგიურად გაგანიერებული ვენების ტონუსის მომატებით, ქსოვილთა სისხლის მიმოქცევისა და, შესაბამისად, მათი კვების გაუმჯობესებით.
ცხენისწაბლა დიდი პოპულარობით სარგებლობს უამრავი ქვეყნის ხალხურ მედიცინაში. სამკურნალოდ იყენებენ როგორც თესლსა და ყვავილს, ასევე ქერქსა და მწიფე ნაყოფის კანსაც. ქერქის ნაყენებსა და ნახარშებს
ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას ცხენისწაბლას ნაყოფის ან ყვავილის ნახარშის აბაზანას იყენებენ. ნახარში შემდეგნაირად მზადდება: 50 გრამი ხმელი დაქუცმაცებული ნედლეული ერთ ლიტრ წყალში ნახევარი საათი ადუღეთ, შემდეგ გადაწურეთ, ოდნავ გააგრილეთ და ფეხების აბაზანა გაიკეთეთ.
ჰემოროის სამკურნალოდ ნაყოფისა და ქერქის ნახარშს იყენებენ. 5 გრ. დაქუცმაცებულ ნაყოფსა და ამდენივე ქერქს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში, ცხელივე გადაწურეთ და ადუღებული წყლით საწყის მოცულობამდე შეავსეთ. დალიეთ ერთი სუფრის კოვზი დღეში
2-3-ჯერ, ჭამის შემდეგ. წაიკითხეთ მე intermedia.ge-ზე