24 წლის ნოდარ ტოხოსაშვილს უკანაფშავში მცირე შერეული მეურნეობა აქვს, რომელიც მეფუტკრეობას, მებოსტნეობას და მესაქონლეობას მოიცავს. მიუხედავად ადგილზე არსებული სხვადასხვა პრობლემისა, ახალგაზრდა მეწარმე აქტიურად ამუშავებს მეურნეობას და ნატურალურ პროდუქციას - თაფლს, ყველს, ერბოს, დამბალ ხაჭოს აწარმოებს. ასევე, მოჰყავს კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო, კომბოსტო, ხახვი და ნიორი. პროდუქტის რეალიზება, ძირითადად, თბილისში, სოციალურ ქსელ ”ფეისბუქის” დახმარებით ხდება. გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაციის - ”კავშირი განვითარებისთვის” დახმარებითა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, უკანაფშავში სამთო მექანიზაციის ცენტრი ”წიქარა”
”ეკობიჭის” სტატუსი: ”ამ სახელით ჟურნალისტმა როლანდ ხოჯანაშილმა გამოაქვეყნა სტატია, აქედან წამოვიდა - ბიჭი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებს”.
ახალგაზრდა მეწარმის დამოკიდებულება მიწასთან: ”ყველაზე დიდი ემოციაა, როდესაც ბოსტნეული თავს ამოყოფს მიწიდან, ყოველდღე რომ უყურებ, როგორ იზრდებიან შენ თვალწინ. შემდეგ შემოდგომაზე როდესაც მოსავალს იღებ, იცი, რომ შენი და მიწის შრომის ნაყოფია - იღლები, ოფლი ჩამოგდის, მაგარმ გჯერა, რომ სადღაც მეგაპოლისში ვიღაცას გაახარებ ნატურალური პროდუქტით, ეს ძალიან გახარებს და ძალას გმატებს. გლეხისთვის მიწა საუკეთესო მეგობარია”.
სწავლა და საქმიანობა: ”ამჟამად დავით აღმაშენებლის აკადემიაში ბიზნესის ადმინისტრირებას ვსწავლობ. პირველ კურსზე ვარ. ხელი შემიწყვეს და უფასოდ ვსწვალობ. მე გაზაფხულიდან შემოდგომამდე ვარ მთაში, აპრილის ბოლოს მიწევს ხოლმე წასვლა, მთაში ხვნა-თესვა დაიწყება, შემდეგ ჩამოვალ გამოცდებისთვის თბილისში. პროდუქტები ახლაც ჩამომაქვს და ლექციებამდე ან ლექციების შემდეგ ვაწვდი მსურველს”. განაგრძეთ კითხვა