თბილისიდან სოფლად დასახლებული ახალგაზრდა ოჯახის შესახებ უნდა მოგითხროთ, რომლის წევრებსაც ბუნება ძალიან უყვართ და გარემოზე ზრუნვაც გამორჩეულად გამოსდით. თუმცა სანამ სოფლად ცხოვრებას გადაწყვეტდნენ, კარგად დაფიქრდნენ, საკუთარი შესაძლებლობები და უნარები შეაფასეს - შეძლებდნენ ქალაქში გონებრივი შრომისთვის სოფლად ფიზიკური შრომა შეეთავსებინათ? იმაზეც იფიქრეს, ამ ყველაფერს ცოდნა რომ სჭირდებოდა და საფუძვლიანი ცოდნის მიღებაც არ დაიზარეს.
ბესიკ ანდრიაძე:
- თბილისში კერძო სახლი გავყიდეთ და სამი წლის წინ სოფელ თხინვალაში მიწა შევიძინეთ, სადაც სახლი ავიშენეთ. ეს ადგილი თბილისს ეკუთვნის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაა. ვცხოვრობთ მე,
მეუღლე და ბავშვი. დავსახლდით თუ არა, ნაკვეთში დავრგეთ ხეხილი, დეკორატიული მცენარეები. ფართობი 900 კვადრატული მეტრია, ოჯახისთვის საკმარისია. კომფორტს რაც შეეხება, ეს ტერიტორია ისე სწრაფად გაშენდა, „მილიონერების უბანსაც“ კი ეძახიან. წყალი, დენი, ინტერნეტი გვაქვს.
მოკლედ, დეკორატიული ბოცვრები მოვაშენეთ, ოღონდ, ჩვენი გაზრდილი ცხოველების ხორცს არ მივირთმევთ, თან დეკორატიული ბოცვერის ხორცი არც იჭმევა. ისინი სილამაზის გამო ირჩევა. სხვადასხვა ჯიში გვყავს, დაახლოებით 50 ცალია და ნელ-ნელა ვყიდით.
- დეკორატიული ბოცვრის მოვლის წესები როგორია?
- დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას, რადგან კუჭ-ნაწლავის სისტემა სუსტი აქვთ. ძირითადად, მარცვლეულს (შვრია, ქერი) ჭამენ, ასევე სხვადასხვა სასარგებლო ბალახს. ამაშიც კარგად უნდა გაერკვე, რადგან ზოგიერთი ბალახი მომწამვლელია. ამიტომ საკვებს საგანგებოდ ვურჩევთ. ბალახი ვიტამინებით ამდიდრებს მათ ორგანიზმს. იონჯაც მოვიყვანეთ. შვრიასა და ქერს კი ვყიდულობთ. წყალი ჭურჭელში მუდმივად უნდა ედგათ. სისუფთავე მათთვის აუცილებელია, ამიტომ მუდმივად ვიცავთ, რომ რამე ბაქტერია არ შეჰყვეთ და არ დაავადდნენ. დაავადებები სწორედ უსუფთაობით ჩნდება. მოკლედ, კვებასა და სისუფთავეს დიდ ყურადღებას ვაქცევთ.
- მას შემდეგ, რაც ქალაქი დატოვეთ, თქვენი ცხოვრების სტილი შეიცვალა. ეს ყველაფერი რას ნიშნავს თქვენთვის?
- სიცოცხლის ელექსირივითაა. გვიხარია, რომ შრომა ამართლებს, შედეგი გვაქვს. ქათმებმა ფერადი კვერცხები რომ დაგვიდეს, არ გვჯეროდა... ამ გარემოში ყოფნა და ცხოვრება ზეიმია, ოღონდ ამისთვის ბევრი რამის შესწავლა დაგვჭირდა. განაგრძეთ კითხვა