30 წლის წინ თბილისელმა ცოლ-ქმარმა დედაქალაქის შემოგარენი გულდაგულ შემოიარა - ადგილს ეძებდნენ, რომ დასახლებულიყვნენ. ასეთი ბროწეულას დასახლება აღმოჩნდა, თბილისთან ახლოს, სოფელ მარტყოფთან. მიწის შეძენისთანავე შრომას შეუდგნენ, იქ მუდმივად ცხოვრება კი მხოლოდ მეხუთე წელია, გადაწყვიტეს. ოჯახის დიასახლისი, მეურნე და ბიზნესმენი გულიკო ფანჩულიძე საუბრის დასაწყისში ბროწეულას დასახლების ისტორიას გვიყვება:
- ეს კინოსტუდია "ქართული ფილმის" დასახლებაა, მიწის ნაკვეთები ადრე კინოსტუდიის თანამშრომლებს გაუნაწილეს, სადაც ეს დასახლება გააშენეს. ისტორიულად ბროწეულა ბრძოლის ველია, აქ გაიმართა ცნობილი მარტყოფის ბრძოლა, რომელიც ქართველების გამარჯვებით დასრულდა.
აქ დასახლების შემდეგ ვაზი
დავრგეთ და ვენახი გავაშენეთ. ვუვლით ყურძენს, ქვევრებში ვაყენებთ ღვინოს. არ არსებობს ჩვენთან სუფრა, რომ ამ ველზე დაცემული გმირების სულის სადიდებელი არ შეისვას, ჩვენთვის ამ ყველაფერს ასეთი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ვენახის გარშემო ქარსაცავად ბროწეულაში მხოლოდ ბროწეულის ღობეები გვაქვს. ეს სახელიც აქაურობას ხომ ამ დაღვრილი სისხლის გამო შეარქვეს... ულამაზესია, როდესაც ისინი ყვავიან... ქარისგან ხომ იცავს, გემრიელ ნაყოფსაც ისხამს და ვენახის ფონზე ლამაზ გარემოს ქმნის. შემოდგომაზე, როდესაც ბროწეულის კრეფის პერიოდია, "ბროწეულობას" აღვნიშნავთ - ასე დავარქვით.- ესე იგი, წლების განმავლობაში ქმნიდით თქვენს გარემოს...
- ამ ადგილის შეძენა იმისთვის გვინდოდა, რომ ასაკში რაღაც ნავსაყუდელი გვქონოდა, მერე ნელ-ნელა შევყევით, ვენახს მარანი მოჰყვა, ქვევრების ჩაყრა. ბევრი არა, მაგრამ 5 ტონამდე ყურძენი მოგვყავს. ჩაყრილი გვაქვს ჩინური, თავკვერი, ცოტაოდენი გორული მწვანე, პინო. კიდევ ბევრი სხვა ჯიშია. ახლა ვაშენებთ შავკაპიტოს.
- ქვევრებში ტრადიციული მეთოდით აყენებთ და შემდეგ ბოთლებში ასხამთ?
- კი, მარანში ამისთვის იტალიური საუკეთესო ტექნიკა გვაქვს, "აწარმოე საქართველოს" პროექტით მოვიპოვეთ. ღვინოს ახლობლებში, მეგობრებში კი ვანაწილებდით, მაგრამ მერე ვიფიქრეთ, მოდი, ცოტა კომერციულიც გავხადოთ, იქნებ მოგებაც ვნახოთ-მეთქი? აქაურმა მოსავალმა უკვე ბოთლებში ჩასხმულმა, სხვა სახე მიიღო. გადის ექსპორტზეც, მართალია, მცირე რაოდენობით, მაგრამ აგემოვნებენ საფრანგეთსა და გერმანიაში. წელიწადში 10 000 ბოთლი გამოდის.
მხოლოდ ბიოდინამიკური მეთოდებით მოგვყავს მოსავალი - ყურძენი იქნება თუ ხილი. არანაირ საწამლავს არ ვიყენებთ, რადგან საქმე ჯერ ბიოლოგიურ ასოციაცია "ელკანასთან" ურთიერთობით დავიწყეთ და ახლა ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრები ვართ. ისინი გვიმოწმებენ, რა სასუქს, რა შესაწამლავ საშუალებას ვიყენებთ. ხეებისთვისაც არ შეიძლება შხამქიმიკატები, თანაც თუ მათთან ახლოს არის ვენახი. ეს პროდუქტიც ჩვენთვის გვინდა და ქიმიით არ ვშხამავთ. მართალია, მოსავალი ასე უფრო ცოტა მოდის, ვიდრე ქიმიური წამლების დახმარებით მივიღებდით, მაგრამ ხარისხზე უფრო ვართ ორიენტირებული, ვიდრე რაოდენობაზე. განაგრძეთ კითხვა