"მინდა, ბოლომდე მივიყვანო დაწყებული საქმე და ჩემს შვილებს ეთქმოდეთ, დედამ დაგვიტოვა და გადმოგვაბარაო" - ახალგაზრდა ფერმერი ქალის წამოწყება

"თუ გაქვს მიზანი, იცი დროის ფასი, არ გეშინია, საკუთარი თავის გწამს და სამყარო გწყალობს, მაშინ იცოდე, რომ დიდი ენერგია უნდა დახარჯო... შუაღამემდე იშრომო და გადავარდნამდე დაიღალო, რათა მიზნამდე დროულად მიხვიდე," - ამბობს ახალგაზრდა ფერმერი ეთო კაპანაძე, რომელმაც სოფელ დიდ ლილოში სამი წლის წინ ფრინველების ფერმა გამართა და მეუღლე, ლევან კერესელიძეც საქმეში ჩართო. დღეს ერთად უკვე ხარისხიან პროდუქტს ქმნიან და საოჯახო მეურნეობის განვითარების დიდი გეგმებიც აქვთ.

ეთო კაპანაძე:

- სამი წლის წინ ვიფიქრე, რომ დამატებითი შემოსავალი ურიგო არ იქნებოდა, თან ჩემს
შვილებს (ოთხი მყავს) ნატურალური პროდუქტი ექნებათ-მეთქი. ამისთვის რესურსი მქონდა, რომელიც შეიძლებოდა გამომეყენებინა. იხვის ჭუჭულები რომ უნდა გამეზარდა, ამის შესახებ მეუღლეს ვუთხარი... მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ბავშვობაში დედას ჰყავდა ჭუჭულებიც, საქონელიც და ამ საქმეზე წარმოდგენა მქონდა, მაინც შეშფოთდნენ. მოკლედ, ეს გადაწყვეტილება მათთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან არ ეგონათ, რომ ფერმერობას დავიწყებდი. მერე თქვეს, მალე მოჰბეზრდება და თავს დაანებებსო, საბოლოოდ კი ჩემი არჩევანი ოჯახის წევრებსაც მოეწონათ და საქმეში თვითონაც ჩაერთვნენ.

- და შრომაც დაგიფასდათ.

- დიახ. პროდუქტი რომ მოგვჭარბდა, გავყიდე. ამასობაში ბევრმა გაგვიცნო და მომხმარებელიც მოგვემატა. ასე ავუღე ალღო მარკეტინგს. სოციალური ქსელით ვაქტიურობ. არის ადგილები, სადაც ჩვენი პროდუქციის მიტანა-ჩაბარება შეგვიძლია. პრობლემა ის არის, რომ პროდუქციით მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებთ. ამ ეტაპზე 1000-მდე ფრთა იხვი გვყავს. თავიდან 100-ით დავიწყეთ. ერთი წლის თავზე იხვებმა ახალი თაობა მოგვცეს... კვერცხები სხვის ინკუბატორში ჩავაწყვეთ, რადგან მის შესაძენად სახსრები არ გვქონდა და ორი წელიწადი ასე გაგრძელდა. ახლა უკვე ჩვენი გვაქვს...

- იხვი რატომ აირჩიეთ?

- სიუჟეტი ვნახე. შედარებით ადვილად იზრდება, დილეტანტისთვისაც კი, თან ეს ფრინველი საქართველოში ბევრს არ ჰყავს და ისიც გავთვალე, რომ სამომავლოდ განსხვავებული პროდუქტის წარმოებას შევძლებდი. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები