ახალგაზრდა წყვილი - სალომე კალანდაძე და ირაკლი გიკაშვილი მეორე წელია, რაც საცხოვრებლად თბილისიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითში გადავიდნენ, სადაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას აქტიურად ეწევიან - უვლიან ბოსტანს, მოჰყავთ სიმინდი.
სალომეს განათლება ტურიზმის მიმართულებით აქვს მიღებული და ამ სფეროში სამუშაო გამოცდილებაც აქვს. ირაკლი ფინანსისტია, თბილისში, სხვადასხვა კომპანიაში ტოპ-მენეჯერად მუშაობდა, თუმცა მიატოვეს ქალაქური ცხოვრება და სოფლად გადასახლდნენ.
დიდი გეგმები აქვთ, რის განსახორციელებლადაც ენერგიას არ იშურებენ.
"აქ წამოსვლა უეცრად არ გადაგვიწყვეტია, ერთი წლის განმავლობაში ვფიქრობდით. მომზადებულები ჩამოვედით. ბევრ რამეს გავეცანით, შევისწავლეთ. თბილისში, ერთ-ერთ სამსახურში
ფერმერებთანაც მქონდა ურთიერთობა. მათგან ბევრი რამ გავიგე. საბოლოო ჯამში მე და სალომე სოფლის მეურნეობით ძალიან დავინტერესდით", - გვეუბნება ირაკლი გიკაშვილი.
"პანდემიის დროს, ლოკდაუნი რომ იყო, მთელი ოჯახით გურიაში ჩამოვედით და მთელი ის პერიოდი აქ ვიყავით... ეს ბებია-ბაბუას სახლ-კარია, მერე ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. ეზოს ფართობი 3000 კვადრატული მეტრია. 7 კილომეტრში კი 15 ჰექტარი მიწის ფართობი გვაქვს, სადაც 3 ჰექტარზე სიმინდია დათესილი. დანარჩენი ფართობი ახლა ბუჩქნარისგან იწმინდება, რომ იქაც შევძლოთ დათესვა,“ - გვიყვება სალომე კალანდაძე.
ირაკლი:
- ჩვენი ძირითადი საქმიანობის ადგილი ეზოა, იქ კი, კვირაში რამდენჯერმე მივდივართ, რომ თვალი შევავლოთ სიმინდს, რა მდგომარეობაშია.
- გურიაში კარგად ხარობს ციტრუსი, თხილი, თქვენ აქცენტი ბოსტნეულზე გააკეთეთ. რატომ?
სალომე:
- ბოსტნეული უფრო მალე მოდის, ვიდრე ჩვენ ხეხილს გავაშენებთ და ის ნაყოფს მოგვცემს, მანამდე ისეთ საქმეს ვაკეთებთ, რაც შემოსავალს უცებ მოიტანს.
- მოგყავთ, პომიდორი, კიტრი, წიწაკა - მათ მასშტაბურ გადამუშავებაზეც ფიქრობთ?
სალომე:
- ძირითადად საექსპერიმენტო ბოსტანი გვქონდა. ვთესავდით უცხოურ და ადგილობრივ თესლებს. იქიდან რაც მოგვეწონება, იმას ავარჩევთ.
ირაკლი:
- გადამუშავებას სხვა სტანდარტები სჭირდება, არ არის მარტივი საქმე. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის პროდუქტების პირველად წარმოებას, აქ საგადასახადო კუთხითაც გათავისუფლებულები ვართ. განაგრძეთ კითხვა