აკია ბარბაქაძე სამხედრო ექსპერტია, თადარიგის პოლკოვნიკი, ტელეეთერში ხშირად საუბრობს სამხედრო, ომისა და პოლიტიკის საკითხებზე, იმავდროულად კი ბუნების მოყვარული და გულშემატკივარი, გამრჯე მეურნე და დეკორატიული მებაღეობის მიმდევარია. სოფელ ტაბახმელაში აგარაკზე ოჯახთან ერთად უვლის თავის ბაღსა და ეზოს.
- აგარაკის ეზო 1790 კვადრატული მეტრია. ნაწილი ხეხილს უკავია და ოჯახის სამყოფი ხეხილი სულ გვაქვს, ნაწილზე კი დეკორატიული ბაღია ყვავილებით, მარადმწვანე და ფოთლოვანი მცენარეებით. ტერიტორია ხევს ესაზღვრება, რეკრეაციული ზონებია, რომლებიც კოჯრის ტყეს უერთდება. აქ არის ენდემური კულტურები: მუხა, კუნელი (შავი და წითელი), იფანი, ნეკერჩხალი.
იქაურობის დასუფთავებაც მიწევს. ხევში ძალიან ბევრი ფრინველი ბუდობს და ეს ადგილი მათი საზრდოობისთვის ერთადერთი საშუალებაა. მოგეხსენებათ, ტაბახმელა მცენარეებით ღარიბი ადგილია, რადგან საუკუნეების განმავლობაში საძოვრებად იყო ქცეული, წყალიც ჭირს. ამიტომ მიწევს ნიადაგის გამდიდრება. ქარელში ვარ გაზრდილი, სამეურნეო საქმე ბავშვობიდან ვიცი, გამოცდილება მაქვს და ეს დიდად მეხმარება. ტაბახმელაში კლიმატი ცივია, მაგრამ მოვახერხე და ყურძენიც გავახარე.
- წყლის პრობლემას როგორ აგვარებთ? ტექნიკური წყალიც არ არის?
- არის, მაგრამ "ღარიბია". ამიტომ ჭის წყლით სარგებლობა მიწევს. ზოგ მცენარეს მჟავე ნიადაგი უხდება, ზოგსაც ტუტე. თუ დეკორატიულ მებაღეობას მიჰყვები, მოგიწევს ნიადაგის გაკონტროლება და ნიადაგის სხვადასხვა საშუალებით გამდიდრება.
- ორგანული საშუალებებით?
- სადაც ხეხილია და საკვებთან მაქვს საქმე, ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობა მაქვს. მხოლოდ ბორდოს ხსნარს ვიყენებ. ხევიდან მწერები და მატლები საფრთხეს მიქმნიან და მათთან ბრძოლაში ჩემი მოკავშირეები ფრინველებია - ჩხიკვები, შაშვები, კაჭკაჭები. ხევში ციყვები და კვერნებიც ბინადრობენ.
- მოკლედ, ხევს თავისი ფლორა და ფაუნა აქვს...
- დიახ, და წყალიც მოედინება, ოღონდ გვალვაში შრება, გაზაფხულსა და შემოდგომაზე კი, წვიმის სეზონზე, საკმარისად წყალუხვია. სპეციფიკური ხევია, ხშირად გასუფთავება სჭირდება, რომ არ გაიჭედოს და მეც ვასუფთავებ.
- როგორც ვატყობ, ეს თქვენი გატაცებაც არის და საქმედაც იქცა.
- ოჯახში მე და ჩემი მეუღლე ვუძღვებით ყველაფერს, შემობარვა იქნება თუ ნიადაგში სასუქის შეტანა ყოველ გაზაფხულზე. ნიადაგის გამამდიდრებელ მინერალებს საერთაშორისო ინტერნეტმაღაზიიდან ვიწერ. ბაღისთვის აუცილებელია მცენარეების გასხვლაც, სარეველების მოცილება. ზედმეტი მორწყვა არ არის საჭირო, რადგან ერთმანეთთან ახლოს არის დარგული ანტაგონისტური მცენარეები. განაგრძეთ კითხვა