ბამბუკი საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის 70-იანი წლებიდან შემოვიდა და მას შემდეგ მისი ორი ათეული სახეობაა ჩვენთვის ცნობილი.
თუმცა, აქედან ყველაზე ფართოდ გამოყენებადი მაინც "მადაკე" და "მოსოა."
მიუხედავად ბამბუკის მრავალმხრივი მოხმარების შესაძლებლობებისა, ეს კულტურა საქართველოში წლების განმავლობაში მივიწყებული იყო, მისი გადამამუშავებელი საწარმოები კი დახურული. ბოლო ხანებში, ბამბუკის სარეალიზაციო და საექსპორტო პოტენციალი კვლავ აქტუალური გახდა.
ბამბუკის მწარმოებელმა ფერმერებმა კარგად იციან, რომ საქართველოში მრავალწლოვან მერქნიან კულტურებს შორის ამ მცენარეს კომერციული მნიშვნელობით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
ქობულეთელი ელგუჯა გოგმაჩაძე 2006 წლიდან ბამბუკის მოყვანით, დამუშავებითა და რეალიზაციითაა
"წლები ამ საქმეს შევალიე, ჩემს ბამბუკთან ერთად აქაურ პლანტაციებში გავჭაღარავდი. ეს კულტურა ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც ძალიან სწრაფად მრავლდება და იზრდება. ბამბუკი თავის მაქსიმალურ სიმაღლეს სულ რაღაც 45 დღეში აღწევს, ამის შემდეგ კი იწყება გამკვრივება. ამ ხნის განმავლობაში, მას განსაკუთრებული სიფრთხილით მოპყრობა სჭირდება. რაც მთავარია, მცენარე იზოლირებული უნდა იყოს, რათა შეხებით არ დაზიანდეს. მისთვის რაიმე განსაკუთრებული პირობების შექმნა არაა აუცილებელი. ყველაზე უვარგის ნიადაგზეც კი იზრდება", - ამბობს გოგმაჩაძე და მცენარის საექსპორტო პოტენციალსაც უსვამს ხაზს.
იგი აღნიშნავს, რომ ბამბუკზე მოთხოვნა, მზარდია, თუმცა, მისგან დამზადებული ნაწარმი ფასის მხრივ ჩინურს კონკურენციას ვერ უწევს. მეწარმის თქმთ, გასულ წელს, ევროპის ბაზარზე გასვლის მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩდა, რადგან მოლაპარაკებების დასრულებამდე პროდუქცია ჩინელებმა ნახევარ ფასად შეიტანეს.
მეწარმე ამჟამად რუსეთსა და ბელარუსში ექსპორტზეა გადართული. ამბობს, რომ სამჯერ დაბალი ტარიფები და ტრანსპორტირების ხარჯების შემცირება, ისაა, რაც მის ბიზნესს ამ დროისთვის სჭირდება. როგორც თავად აღნიშნავს, საზღვარგარეთ ბამბუკის ნაწარმზე მოთხოვნა მუდმივი, ადგილობრივ ბაზარზე კი სეზონურია.
საქართველოში ბამბუკის მასალას, ზაფხულში კაფეებისა და რესტორნებისთვის, გაზაფხულზე კი ხეხილისთვის, ვენახებისა და სათბურებისთვის იყენებენ. განაგრძეთ კითხვა
კომენტარები