ქალაქი თუ სოფელი - ეს საკითხი ყოველთვის არის განხილვის თემა და ბოლო პერიოდში კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ზოგისთვის ქალაქში ცხოვრებას ბევრი უპირატესობა აქვს, ზოგს კი სოფელი, სუფთა ჰაერი, მიწასთან, ბუნებასთან სიახლოვე ურჩევნია.
"როცა დავბერდები, საცხოვრებლად სოფელში გადავალ", - ეს ფრაზა ყველას გაგვიგონია. ახალგაზრდა ასაკში კი სამწუხაროდ, ბევრი სოფლად მიტოვებულ სახლებში ჩაცვლას ვერ ახერხებს, თუმცა არიან ისეთი ახალგაზრდებიც, რომლებსაც სოფელში ცხოვრება აბედნიერებთ. ერთ-ერთ ასეთ ახალგაზრდა წყვილს საზგადოების ნაწილი კარგად იცნობს, რადგან ისინი სოციალურ ქსელებში აქტიურები არიან და თავიანთ გამომწერებს სოფლის ცხოვრების
შესახებ ვიდეოების საშუალებით უყვებიან.
ბლოგერი ნანა აროშიძე მეუღლესთან ერთად მაღალმთიან რაჭაში, სოფელ ღებში ცხოვრობს: Ambebi.ge-სთან საუბრისას, ნანა ამბობს, რომ ბავშვობიდან უყვარდა მიწაზე მუშაობდა და ყოველთვის იზიდავდა ასეთი ცხოვრება.
ნანა აროშიძე:
"ბავშვობიდან მიყვარდა მიწასთან მუშაობა. სოლო მოგზაური ვარ და ყოველთვის ვიცოდი, რომ სოფელში ვიცხოვრებდი. ამჟამად მაღალმთიან რაჭაში ვცხოვრობ. გურიაში დავიბადე. პროფესიით ბუღალტერი ვარ. პანდემიის დროს ონლაინ ვმუშაობდი და პარალელურად, სოფლის მეურნეობასა და მოგზაურობასაც ვახერხებდი.
დიდი ხანია, ქალაქში აღარ მიცხოვრია და სიმართლე გითხრათ, დაბრუნებას არც ვაპირებ. ღები მაღალმთიანი რაჭის ბოლო სოფელია. აქაურობა ძალიან შემიყვარდა. საქონლის მოვლას მიწასთან მუშაობასაც ვუთავსებ. მე და ჩემს ქმარს მეზობელიც არ გვყავს და ძირითადად, საძოვრებზე საქონელს მარტო ვატარებთ-ხოლმე. ჩვენი საძოვრები სვანეთისკენაა. ასეთი ცხოვრება ძალიან მიზიდავს და არც მწყინდება. მთაში მანამ ვცხოვრობთ, სანამ არ გათოვდება. განაგრძეთ კითხვა