ტარიელ გურგენიძე ფილოლოგი და ჟურნალისტია, წლების განმავლობაში გორის გაზეთის რედაქციაში მუშაობდა. სოფელ მეჯვრისხევში, საოკუპაციო ხაზის ახლოს ცხოვრობს. თავისი კუთხე უზომოდ უყვარს, იქაურობა 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებშიც არ მიუტოვებია. სოფელში ყოფნა ძალას ჰმატებს, რადგან წინაპრების კუთხეს უვლის. დიდ მეურნეობას უძღვება - ვენახი, ვაშლის ბაღი, ვარდები და კენკრა, ბევრ სხვა საქმესთან ერთად, მისი საზრუნავია.
- ბატონო ტარიელ, წარმატებული ფერმერი და საოცარი საოჯახო მეურნეობის პატრონი ხართ...
- კი, ასე გამოვიდა... ორი-სამი შემთხვევა მქონდა, აფხაზეთიდანაც კი ჩამოვიდნენ ვარდის ნერგებისა და ვაშლის ძმრისთვის. არ
არსებობს საქართველოს არც ერთი რეგიონი, ჩემთან ნერგებისა და ვაშლის ძმრის შესაძენად არ მოსულიყვნენ. თუმცა ჩემი მთავარი მიმართულება მევენახეობაა. ეს დარგი არა მარტო მატერიალურ შემოსავალს მაძლევს, სიამოვნებასაც მანიჭებს...
ყველგან ამაყად ვამბობ, რომ პაპაჩემმა ფეხი ვენახში ამადგმევინა. პირველი შვილიშვილი ვიყავი, სიგიჟემდე ვუყვარდი, ვენახში ხელჩაკიდებული დავყავდი. მისი წყალობით ვენახი და ვაზი ჩემთვის ოჯახის წევრებია. სტუდენტი რომ გავხდი, 2 500 კვადრატული ვენახი მქონდა. მაშინ ვაშლის ბაღების გაშენების ბუმი გაჩნდა. სანერგე მეურნეობის დირექტორმა ნამყენი ნერგები მაჩუქა. ვენახში ჩავყარე და რომ გაიზარდა, დაჩრდილა, ამიტომ ვაზი ამოსაყრელი გამიხდა. ეს შეცდომა რომ გამომესწორებინა, როცა მიწების პრივატიზაცია დაიწყო (სახელმწიფომ სულ 800 კვმ მომცა), მიწა არ მქონდა ვენახის გასაშენებლად, არც ფული. ამიტომ XVII საუკუნის ფრანგული სადილის სერვიზი გავყიდე და 2 ჰექტრამდე მიწა შევიძინე. ნახევარ ჰექტარზე საუკეთესო ჯიშის ყურძენი გავაშენე. გორში გორული მწვანეა ცნობილი, პრობლემა კი ის იყო, გორის რაიონში თითქმის აღარ იყო...
ეს ჯიში დიდ შრომასა და მოფერებას მოითხოვს, ადვილად ავადდება ჭრაქითა და ნაცრით. კარდაკარ დავდიოდი, ქარელის რაიონშიც წავსულვარ რქების ასაღებად. რქები მომქონდა, ვაკალმებდი, ვაფესვიანებდი და ვაშენებდი, ამისთვის 5-6 წელიწადი დამჭირდა.
- ძალიან გიწვალიათ...
- კი, ასე იყო. ისე მიყვარს ჩემი ვენახი, დედაჩემი ცოცხალი რომ იყო, ბევრჯერ ვენახში ადუღებული რძე გადმოუტანია, დალიე, ამდენი შრომით რამე არ დაგემართოსო. მოკლედ, ახლა ნახევარ ჰექტარზე გორული მწვანეა და დანარჩენი კი თავკვერი. ღვინოს ტრადიციული წესით ვაყენებდი და პოპულარული გახდა, გაუყიდავი არ რჩებოდა. ახლა ჩემმა გორულმა მწვანემ სახელი ისე გაითქვა, ორი წლის მერე რომ მოსავალი უნდა მოვიდეს, იმაზეც კი უკვე კლიენტი მყავს. კარგ ფასად იყიდება. განაგრძეთ კითხვა