ხალხს ხილი ენატრებოდა, ის კი ხეზე ლპებოდა...

ალბათ, ყველას გვინახავს, რა ღირს ბაზარში გამოტანილი ხილი, ან თუნდაც ხილის წვენი, და იქნებ ხასიათიც დაგვმძიმებია. როცა შვილებისთვის ხილს "ცეცხლის ფასის" გამო ვერ ვყიდულობთ (ხილის წვენებზე ხომ საუბარიც ზედმეტია ფასის გამო), ამ დროს სოფლებში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, ხილი ხეებზე ლპება ან მიწაზე ცვივა, შემდეგ კი ეზოებიდან მის მოშორებას ურიკებით ცდილობენ. ამიტომაც, სიძვირესთან ერთად, არის სხვა პრობლემაც: რა უყოს სოფლის მოსახლეობამ ხილს, რომელიც ულპება და ვერ ყიდის მაშინ, როცა ქალაქში ის მართლაც "ცეცხლის ფასი" ღირს. ამის შესახებ იმერეთში, კერძოდ, საჩხერეში ოთარ
ბლიაძეს
ვესაუბრეთ. ეს მშრომელი ადამიანი ჩამოცვენილი ხილისგან არაყსაც ხდის, კომპოსტსაც ამზადებს, რათა ბაღ-ვენახში სასუქად მოიხმაროს, მაგრამ ტყუილად გაფუჭებულ წლის მოსავალზე მაინც ნერვიულობს:

- ბატონო ოთარ, მეც არაერთხელ მინა­ხავს­ დასავლეთ საქართველოს სოფლებში მიწ­აზე ჩამოყრილი და დამპალი ვაშლი, მსხალი,­ ქლიავი და სხვ., და კითხვაც გამჩენია: რატომ­ უნდა ხდებოდეს ასე, როცა ხალხს ქალაქში ხილი ენატრება, სოფელში მოსავალი უფუჭდებათ.

- მადლობა, რომ ამ თემით დაინტერესდით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ეს გადაუჭრელ პრობლემად მეჩვენება, აუცილებლად უნდა დადგეს დრო, რომ სახელმწიფომ მხოლოდ შედარებით მსხვილ ფერმერებსა და მათი მოსავლის მოვლაზე კი არ იფიქროს, არამედ სოფლის მოსახლეობაზეც, რომელიც ისევე­ ვშრომობთ, როგორც ფერმერები, მაგრამ მოსავალი მხოლოდ იმიტომ გვილპება, რომ მისი გაყიდვა არ შეგვიძლია. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. როგორც მე ვიცი, არც ჩვენს ნაქებ ევროპაში დაუშვებენ ასეთ რამეს, ხილი ულპებოდეთ და ხალხსა და მოსავალს პატრონი არ ჰყავდეს. სულ მესმის ჩვენი ხელისუფლების წუწუნი, რომ სახელმწიფო სუსტია და ყველა პრობლემას ვერ აგვარებს, მაგრამ ჩემთვის ეს დაცინვაა, თუ არ მოვინდომებთ, სუსტებად, მშივრებად და ხელგაწვდილებად თაობიდან თაობამდე დავრჩებით და ქვეყანასაც ისეთ მშიერს დავტოვებთ, როგორიც დღეს არის. პრობლემა ის არის, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებში ბევრი ხილი ირგვებოდა და ირგვება დღესაც, მოსავალი კი ნადგურდება, გარდა იმ მცირე ნაწილისა, რაც ოჯახის პირად მოხმარებას სჭირდება. მაგრამ განა რამდენი რა უნდა მოიხმაროს ოჯახმა იმ სიმრავლისგან, რაც ჩვენში ხილი დგას? მაგალითად, პირადად მე საჩხერეში ხუთი ძირი ვაშლის, სამი ძირი მსხლის, ქლიავის, კარალიოკის ხეები მიდგას, რომელთა მოსავალი წლიდან წლამდე ლპება, გარდა იმ კომპოტებსა და მურაბებში გამოყენებულებისა, რასაც შინ ვაკეთებთ. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები