სოფელი საკრაულა, ადრინდელი კიკნაველეთი, ბაღდათიდან 21 კილომეტრის სავალზეა, მდინარე საკრაულის მარჯვენა მხარეს. მოსახლეობისგან თითქმის დაცლილ სოფელში, სადაც ინტერნეტი და გაზი არ არის, ახალგაზრდა ოჯახი თავდაუზოგავად შრომობს და მეურნეობას უძღვება. კოტე კიკნაველიძე და ანა ქობალია მოგვითხრობენ თავიანთ ამბავს.
ანა ქობალია:
- საკრაულაში დავიბადე და გავიზარდე. მაღალმთიანი სოფელია, მაგრამ მაღალმთიანის სტატუსი არა აქვს მინიჭებული, არადა, მთებშია ჩაკარგული. ადგილობრივებს გვგონია, რომ ამაზე ლამაზი სოფელი არსად არის. ყველას ხომ თავისი უყვარს... ეს იმაშიც გამოიხატება, რომ მე და ჩემი მეუღლე საცხოვრებლად სხვაგან არ წავედით. არადა,
შეგვეძლო ბარში გვეცხოვრა და უკეთესად გაგვეკვლია ცხოვრებაში გზა.
ძველი სახლი პატარა იყო, შერემონტებაც სჭირდებოდა და ამიტომ ახალი ავაშენეთ. ორ შვილს ვზრდით, სკოლა მცირეკონტიგენტიანია - სულ 20 მოსწავლემდე. ჩემი ბიჭი პირველ კლასშია, კლასში მარტოა. გოგონასთან ორნი არიან. არის კლასკომპლექტებიც, მაგრამ იქაც სამ ბავშვზე მეტი არ არის. საერთოდ, ვცდილობ ყველაფერში კარგი მხარე დავინახო, არ არის ტრაგედია, რომ სკოლაში ცოტა ბავშვია, თუ ადამიანს სწავლა უნდა, მოახერხებს. ჩემს ბიჭს მასწავლებელი გვერდით უზის და ისე მეცადინეობენ... სკოლის ბავშვები ერთ გუნდად არიან შეკრული.
სოფელში ამჟამად 100-მდე მოსახლე იქნება. არის მიტოვებული სახლები, წასული ბევრია.
- დასაფასებელი ნაბიჯია. ასეთი მიჯაჭვულობა სოფელთან რამ განაპირობა?
- უპირველესად, სოფლის სიყვარულმა. სულ უკვირთ და მეკითხებიან, ეს ახალგაზრდა ქალი მანდ როგორ ძლებო? ასეთი პასუხი მაქვს, აქ გავიზარდე, ეს ჩემი მშობლიური გარემოა, იმდენად მიყვარს აქაურობა, რომ აქ ყოფნა არ მეძნელება. ჩვენთან ვინმე ქალაქელი რომ ამოიყვანო, ვერ გაძლებს, მითუმეტეს, ზამთარი რთული გვაქვს. ამიტომაც დაიცალა სოფელი. ისე მოხდა, რომ მე და ჩემი მეუღლეც ერთნაირად ვფიქრობთ, ჩვენი მთავარი ღირებულებები ერთმანეთს ემთხვევა. არცერთს არ შეგვიძლია ქალაქში ცხოვრება. ჰოდა, აქ ჯანსაღად ვცხოვრობთ, სუფთა ჰაერია, სუფთა პროდუქტით ვიკვებებით. მირჩევნია ქალაქური "სიამოვნებები" მოვაკლო, მაგრამ ჯანსაღად გავზარდო. მომავალში ეს უფრო გამოადგებათ. რაც შეეხება წრეებს, ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ და ყველაფრის სწავლა ისედაც შესაძლებელია. განაგრძეთ კითხვა