დოღურაშის ხეობაში, ლეჩხუმის მუნიციპალიტეტში, არტემ ონიანს კარგად იცნობენ. მშრომელმა მეურნემ თავის საყვარელ კუთხეში მშვენიერი ფერმერული მეურნეობა ნულიდან განავითარა, ამისთვის კი ბევრი იწვალა. იმ ადგილას, რომელსაც ახლა ბევრი ადამიანი სტუმრობს, მათ შორის, უცხოელები, 10-15 წლის წინ ველური ბუნების გარდა არაფერი იყო; არც გზა და არც მეურნეობისთვის საჭირო პირობები. ტერიტორია ეკალბარდით იყო დაფარული. ბატონმა არტემმა ადგილი ჯერ აუქციონის წესით შეისყიდა, შემდეგ კი ტერიტორია მოასუფთავა. პრობლემების მიუხედავად, ჩანაფიქრი და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა.
არტემ ონიანი:
- ლეჩხუმში დავიბადე, ფეხი ავიდგი და რაც კი
კარგი რამ ვისწავლე, მხოლოდ აქ... მიყვარს შრომა, ბუნება, სიახლის ძიება. ამ სიახლის ძიებითა და სიყვარულით სოფელ დოღურაშში, ლეჩხუმის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, სადაც ეკოლოგიურად სუფთა მდინარე ჩამოედინება და საუკეთესო კალმახი იცის, 10 წლის წინ ეკოტურისტული ობიექტის შექმნა გადავწყვიტე. ჩემი ჩანაფიქრის განსახორციელებლად ულამაზესი ბუნება ნამდვილად მიწყობდა ხელს. ყველაფერთან ერთად, 100 მეტრში მდინარე ცხენისწყალიც ჩამოედინება. რაკი გადაწყვეტილი მქონდა ამ ტერიტორიის სამეურნეო და დასასვენებელ ადგილად გადაქცევა, ამიტომ თავიდან აქაურობა მოვასუფთავე. ჩავდგი კოტეჯები, ღვინის სადეგუსტაციო მარანი, საკალმახე აუზები და არაერთი ობიექტი გავმართე.
- ადგილობრივ კალმახს ზრდით?
- ჩვენი კალმახი საკვებს რომ უყრი, არ მოდის, იმალება, არ შინაურდება და ამიტომ ამერიკული კალმახი შემოვიყვანე. ამერიკული უკეთესია, შინაურდება, საჭმელზე მოდის, თავისი ქვირითით მრავლდება და სწრაფად იზრდება. ჩათვალეთ, რომ ჩვენს მდინარეში გაზრდილი ამერიკული კალმახი იგივე ბუნებრივი კალმახია ისეთ წყალსა და საუცხოო პირობებშია.
- ამ წყალს სასმლადაც ხომ არ იყენებს მოსახლეობა?
- კი, იყენებენ და კალმახისთვისაც საუკეთესო სასიცოცხლო პირობებს ქმნის. თევზი კარგად იზრდება და არანაირ დაავადებას არ იღებს. გამდინარე, სუფთა წყალია და შესაბამისად, გემრიელი. არსად არ გუბდება, სადაც წყალი თავის თვისებებს დაკარგავდა. ეს თევზის ზრდაზეც აისახება.
- კალმახს თქვენი ტურისტული ობიექტისთვის იჭერთ თუ ყიდით კიდეც?
- ჩვენი ტურისტული ობიექტისთვის ვიყენებ. გარდა ამისა, გვაქვს ჩვენი ყურძენი, ღვინო. 5 ჰექტარზეა ვენახები გაშლილი, სადაც მოდის ოჯალეში, ცოლიკაური, ალექსანდროულ-მუჯურეთული - ხვანჭკარისთვის, უსახელოური, რომელსაც მსოფლიოში ბადალი არა ჰყავს, ძელშავი. ასევე გვაქვს ჩვენივე ხილი: ვაშლი (100 ძირი), ქლიავი (100 ძირი), კაკალი, კარგი ბაღები გვაქვს. ამ სეზონზე 50 ძირი ბალი დავრგე - ზოგი შავი, ზოგი თეთრი, ზოგი ლალისფერი. ამ ყველაფერს ვუვლი და სტუმრებს ამაში ფულს არ ვახდევინებ, შეუძლიათ ბაღში შევიდნენ, დაკრიფონ, მიირთვან და თანაც წაიღონ.
მოგვყავს ასევე სიმინდი და საკუთარი მჭადის ფქვილი გვაქვს - ყველაფერი ნატურალურია. რაც არა გვაქვს, აქაურ სოფლებში ვყიდულობ - ხბოს, გოჭს, დეკეულს. განაგრძეთ კითხვა