თელავის რაიონ სოფელ შალაურში მცხოვრები ლევან ცაგურია თხის ყველს ფრანგული ტექნოლოგიით აწარმოებს.
პროფესიით არქიტექტორმა ლევან ცაგურიამ შვიდი წლის წინ ოჯახთან ერთად დედაქალაქიდან სოფელში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და მისი ფერმერული საქმიანობაც აქედან დაიწყო. შალაურის ბუნებამ, სიმშვიდემ და ქალაქის ხმაურისგან შორს ყოფნამ იმდენად მოხიბლა, რომ უკან დაბრუნებაზე აღარც უფიქრია.
სამი წელია „მარლეტას ფერმა“ აქვს და თხებს უვლის და ყველს აწარმოებს. მარლეტა იმ ძროხის სახელია, რომელიც ოჯახს წლების წინ აჩუქეს და რომლის წყალობითაც, ლევანი ფერმერულ საქმიანობას შეუდგა.
ცდამ გაამართლა. წარმოებული პროდუქცია ძალიან სწრაფად
როგორც თავად ამობს, ფერმერობა ცხოვრებამ მოიტანა. სოფელში ყოველგვარი გეგმებისა და გარკვეული მიზნების გარეშე წავიდა. იმერული ყველის ამოყვანაც კი მეზობელმა ასწავლა. ამ საქმიანობით თანდათან დაინტერესდა.
ყველის ფრანგული ტექნოლოგიით წარმოებას ინტერნეტის საშუალებით გაეცნო. შემდეგ შესაბამისი კურსებიც გაიარა და სერტიფიკატიც აიღო. განაგრძეთ კითხვა