რაჭველი კაცი, რომელმაც შაორზე წინაპრების მამულში "სიყვარულის სახლი" ააშენა - "ავტომობილი გავყიდე და იმ თანხით გავაკეთე ყველაფერი... ოჯახს ეგონა, პატარა ქოხზე ვმუშაობდი და..."

"გვექ­ნე­ბა მა­რა­ნი, თონე, მა­რან­ში და­ი­წუ­რე­ბა ხვან­ჭკა­რა, გა­კეთ­დე­ბა რა­ჭუ­ლი ლორი, ტყე­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი პან­ტის არა­ყიც გვექ­ნე­ბა... ამ ყვე­ლა­ფერს უკვე გა­ზა­ფხუ­ლი­დან ვა­პი­რებ" - გვე­უბ­ნე­ბა ავ­თან­დილ კო­ბა­ხი­ძე, კაცი, რო­მელ­მაც შა­ორ­ზე, სამ წე­ლი­წად­ში, წი­ნაპ­რე­ბის მა­მულ­ში, სრუ­ლი­ად მარ­ტომ, სა­კუ­თა­რი ხე­ლით და დიდი სიყ­ვა­რუ­ლით სახ­ლი აა­შე­ნა.

ოდა იმით არის კი­დევ გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ იქ 5.013 გუ­ლია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და "სიყ­ვა­რუ­ლის სახ­ლი" ჰქვია... ავ­თან­დი­ლი კვი­რის ძი­რი­თად დღე­ებს თბი­ლის­ში ატა­რებს, რად­გა­ნაც ოჯახ­თან ერ­თად დე­და­ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობს. რა­ჭა­ში უქ­მე­ებ­ზე ჩა­დის და დროს შრო­მა­ში ატა­რებს. მისი დილა თბი­ლის­ში მე­ე­ზო­ვე­ე­ბის­თვის ყა­ვის ჩა­მო­რი­გე­ბით იწყე­ბა, რა­ჭის გზა­ზე
მი­მა­ვა­ლი კი მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბულ ოთხფე­ხებს აპუ­რებს...

ავ­თან­დილ კო­ბა­ხი­ძეს ახ­ლოს გა­გაც­ნობთ:

- რა­ჭა­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. სკო­ლა ნი­კორ­წმინ­და­ში და­ვამ­თავ­რე. შემ­დეგ სას­წავ­ლებ­ლად თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დი. ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე, მაგ­რამ ჩემი პრო­ფე­სი­ით არას­დროს მი­მუ­შა­ვია. ენერ­გე­ტი­კო­სი ვარ. რაჭ­ვე­ლებს გვაქვს ხის ხე­ლო­ბის, დურ­გლო­ბის ნიჭი. ბა­ბუ­ა­ჩე­მი და მისი სამი ძმა დურ­გლე­ბი იყ­ვნენ. რაჭ­ვე­ლებ­მა ხომ „მივ­ქარგ-მოვ­ქარ­გეთ ნი­კორ­წმინ­და,“ მათ შო­რის, სო­ფე­ლი გო­გო­ლა­თი. ეს ლა­მა­ზი კუ­თხე რა­ჭის ჩუ­ქურ­თმი­ა­ნი ოდა-სახ­ლე­ბით გა­ვავ­სეთ. მათ კოლ­ხურ ოდებს უწო­დე­ბენ, მაგ­რამ ეს რა­ჭუ­ლი სახ­ლე­ბია. რაჭ­ვე­ლე­ბი ზამ­თარ­ში სა­მუ­შა­ოდ გუ­რია-სა­მეგ­რე­ლო­ში მი­დი­ოდ­ნენ, სა­დაც ბევრ ლა­მაზ ოდას აშე­ნებ­დნენ. იქ არა­ერ­თი სალ­ხი ბა­ბუ­ა­ჩე­მი­სა და მისი ძმე­ბის აშე­ნე­ბუ­ლია. მერე ერთ-ერთი ძმა სა­ცხოვ­რებ­ლად იქ გა­და­ვი­და. კი, ბევ­რი კარ­გი საქ­მე აქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი.

- მემ­კვიდ­რე­ო­ბით გად­მო­სუ­ლა თქვენ­ზე ეს უნა­რი.

- ასე გა­მო­ვი­და... ბავ­შო­ბი­დან ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და ეს ხე­ლო­ბა. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მას­ში თავი ვი­პო­ვე.


- ამ სახ­ლის გარ­და რა­ჭა­ში სახ­ლი გაქვთ?

- კი. დე­და­ჩე­მი და მა­მა­ჩე­მი რა­ჭა­ში, სო­ფელ უყე­ში ცხოვ­რო­ბენ. ჩემი აშე­ნე­ბუ­ლი სახ­ლი იქვე 2 კი­ლო­მეტრშია. იქ ასე­ვე ჩვე­ნი მა­მუ­ლია, სა­დაც წი­ნაპ­რე­ბის სა­თი­ბი იყო, სა­ქონ­ლის­თვის თი­ვას ვაგ­რო­ვებ­დით. ბავ­შვო­ბა­ში, როცა სო­ფელ­ში ქა­ლა­ქე­ლი თა­ნა­ტო­ლე­ბი არ­და­დე­გებ­ზე ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, ტყე­ში ნაძ­ვის ტო­ტე­ბის­გან კარ­ვებს ვა­გებ­დით. ხან ერ­თსარ­თუ­ლი­ა­ნი იყო, ხან - ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი... მერე და მერე ჩემი ოც­ნე­ბა იყო - სა­კუ­თა­რი ხე­ლით სახ­ლი ამე­შე­ნე­ბი­ნა... პან­დე­მი­ის დროს სამ­სა­ხუ­რე­ბი რომ გა­ჩერ­და, ოჯა­ხით რა­ჭა­ში წა­ვე­დი და გა­დავ­წყვი­ტე, ეს საქ­მე და­მე­წყო. სა­ძირ­კვე­ლი ამო­მე­ღო და ბო­ლომ­დე გავ­სუ­ლი­ყა­ვი.

- ოჯა­ხის წევ­რებ­მა მხა­რი და­გი­ჭი­რეს?

- ოჯა­ხის წევ­რებ­მა თა­ვი­დან არც იცოდ­ნენ. მხო­ლოდ მე­უღ­ლემ იცო­და. მა­მა­ჩემს და დე­და­ჩემს ეგო­ნათ, რომ რა­ღაც პა­ტა­რა ქოხზე ვმუ­შა­ობ­დი. როცა ნა­ხეს, არ იჯე­რებ­დნენ, რომ ასე­თი და ამ­ხე­ლა გა­მო­ვი­დო­და. პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი 86 კვად­რა­ტია და ამ­დე­ნი­ვეა - მე­ო­რე. ახლა მხო­ლოდ კოს­მე­ტი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბია სა­ჭი­რო. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები