როგორ გაცვალეს პენსიონერებმა დიდი სახლი მინიატურულ კოტეჯში და ბუნებაში გადასახლდნენ

საშუალო შემოსავლის მქონე თანამედროვე ადამიანები უფრო და უფრო ემხრობიან იმ აზრს, რომ დროთა განმავლობაში ტრადიციული სახლები მათ მხოლოდ ტვირთად აწვება. მაგალითად, ახალზელანდიელმა პენსიონერმა წყვილმა იმისათვის, რომ კომუნალური გადასახადების მძევლები არ ყოფილიყვნენ, რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო - ჩვეული საცხოვრებელი ბინა დატოვეს და სუფთა ჰაერზე, პატარა კოტეჯში დასახლება გადაწყვიტეს.


ეს მხოლოდ იმისთვის გააკეთეს, რომ ეცხოვრათ ბევრად პატარა სახლში და შესაბამისად, ბევრად ნაკლები გადასახადები გადაეხადათ, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ საბოლოოდ მათ ბევრად ნაკლებ სივრცეში ცხოვრების ბევრად მაღალი ხარისხი და ფინანსური თავისუფლება მიიღეს.


წყვილის გადაწყვეტილებას საფუძველი მათი
ქალიშვილის აქტიურობამ ჩაუყარა, რომელიც ჯერ კიდევ თინეიჯერობაში დაკავდა ამ საქმით, როდესაც საკუთარ ეზოში პირველი ქოხი ააშენა. ცოტა ხანში მისი ჰობი ცხოვრების ფილოსოფიად და ფულის შოვნის გზად გადაიქცა, მან ჯერ საკუთარი პაწაწინა სახლები ააშენეს, შემდეგ კი პატარა კომპანიაც გახსნა, რომელიც სწორედ მინიატიურული საცხოვრებელი სახლების დიზაინსა და მშენებლობაზე იყო ორიენტირებული.


მშობლები ხშირად სტუმრობდნენ ქალიშვილს და საკუთარ თვალით შეეძლოთ ენახათ ყველა პლუსი და მინუსი, რაც კომპაქტურ სივრცეში ცხოვრებას შეიძლება ახლდეს თან. მათ ძალიან მოსწონდათ სახლის ეზოში მოკრეფილი ახალ-ახალი, საკუთარი ხელით მოყვანილი ხილ-ბოსტნეულის დაგემოვნება. იმასაც ხედავდნენ, რომ კომფორტულად ცხოვრებას სჭირდება არა დიდი ფართობი, არამედ ჭკვიანური დაგეგმარება და რომ შედარებით პატარა სივრცეშიც არის შესაძლებელი უკეთესად და კომფორტულად ცხოვრება, რაც მთავარია, ბევრად ბიუჯეტურად. რატომ არ უნდა გაეკეთებინა იგივე პენსიონერ წყვილს? ჰოდა, არც მათ გასჭირვებიათ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ყველაფერი კარგად გათვალეს, რა თქმა უნდა, ქალიშვილის დახმარებით, რომელსაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ საქმეში საკმაოდ მდიდარი გამოცდილება ჰქონდა მიღებული და ახალმოსახლეობაც იზეიმეს.


სახლის მოსაპირკეთებლად ხე და მეტალის ფირფიტები გამოიყენეს, უფრო თანამედროვე დიზაინი რომ მიეღოთ. სახლში ყველაფერი იმისთვის, რათა წყვილმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს და შვილების და შვილიშვილების მასპინძლობაც მოახერხოს.








კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები