დეკორატორებმა ნიუ ჰემფშირიდან (აშშ) შეიმუშავეს სრულიად უჩვეულო პროცესი პაწაწინა სახლების ასაშენებლად, მათ სახლის გადახურვა მხოლოდ მოჭრილი დაფების, ჯართის და გადამუშავებადი მასალების გამოყენებით გადაწყვიტეს. მათ ააშენეს სახლი, რომელიც ვიქტორიანული ეპოქის შესახებ წიგნების ილუსტრაციებს მოგაგონებთ.


სახლის აშენება, როგორც წესი, კონტრაქტორებთან, ხანგრძლივ სამუშაო პროცესთან , უზარმაზარ ინვესტიციასთან ან სოლიდურ იპოთეკასთან ასოცირდება, თუმცა ამ კრეატიული წყვილისთვის ქლოე ბარსელო (წარმოების დიზაინერი) და ბრენდონ ბატჩელდერი (გამოცდილი დურგალი და დეკორატორი) ნიუ ჰემფშირიდან, ეს პროცესი ცოტა განსხვავებული გამოდგა.


მათი პროექტი ჯერ კიდევ 2014 წელს იყო ჩაფიქრებული, როგორც პრაქტიკული

იმის გათვალისწინებით, რომ მათ დეკორაციის წარმოება და რეკვიზიტების შექმნა უწევდათ, ყოველთვის რჩებოდათ გარკვეული მასალები და სწორედ აღნიშნული მასალების გამოყენება გადაწყვიტეს მობილური სახლის მშენებლობისთვის. თავიანთი გამოცდილების წყალობით, მათთვის რთული არ იყო მომავალი სახლის დიზაინის შემუშავება.

წყვილის ჩანაფიქრი არა მხოლოდ ფულის დაზოგვა, არამედ გადასაყრელი მასალებისთვის მეორე სიცოცხლის მინიჭება იყო. განსაკუთრებით ბევრი მასალა ბოლო პროექტში დარჩათ(დაახლოებით 700 დაფა), დემონტაჟის დროს.


სწორედ ეს დაფები დაედო საფუძვლად მათი სახლის დიზაინს. სხვათა შორის, სწორედ ეს იყო ყველაზე ძვირადღირებული ერთჯერადი შენაძენი, რაშიც მათ ათასი დოლარი გადაიხადეს. დანარჩენი (ფანჯრები, კარები, ავეჯი, სანტექნიკა და ა.შ.) შეიძინეს მაღაზიებში, ჯართის ბაზრებზე, ან უბრალოდ ნაგვის ურნებთან იპოვეს.


წყვილის მობილური თავშესაფარი სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა, მათ არა მხოლოდ მეორე სიცოცხლე აჩუქეს გადაყრილ ნივთებს, ზოგიერთი მათგანი ხელოვნების ნიმუშადაც კი აქციეს.

განსაცვიფრებელი ესთეტიკის გარდა, მათი "თავშესაფარი" იქცა ადგილად, სადაც კომფორტი და სითბო სუფევს. საკუთარ სახლში თავს ყველა მშვიდად გრძნობს, ირგვლივ იგრძნობა სითბო, მზრუნველობა. მიუხედავად მოკრძალებული ზომებისა, აქ ყველაფერია მთელი წლის განმავლობაში კომფორტულად ცხოვრებისთვის.


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წყვილი მრავალი წლის განმავლობაში აუმჯობესებს საკუთარ სახლს, ამატებს თანამედროვე შტრიხებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ მხოლოდ 25 ათასი დოლარი დახარჯეს, რამაც ნამდვილად გაამართლა, ისინი ხომ არ იხდიან მაღალ კომუნალურ გადასახადებს და ქირის თანხას.





