მხოლოდ ბუნებრივი მასალებით აშენებული სახლი შუა ტყეში

ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრების სურვილმა აიძულა ახალგაზრდა ბიჭი აეშენებინა საკუთარი "ოცნების სახლი", თან,  მხოლოდ ბუნებრივი მასალების გამოყენებით,  ახალგაზრდა ენთუზიასტმა უკრაინიდან, უბრალოდ დაიწყო საცხოვრებლის აშენება პირდაპირ ტყეში, გამოიყენა მხოლოდ ის, რითაც ბუნებამ უზრუნველყო - თიხა, ხე, ქვა, ხავსი და წყალი.

ტერმინი ბუშკრაფტი ნიშნავს ველურ სამყაროში  გადარჩენის უნარს. ის მოიცავს პრაქტიკულ ცოდნას და პრაქტიკას, რომელიც საშუალებას გაძლევთ აანთოთ ცეცხლი, ააგოთ უსაფრთხო სახლი, მიიღოთ საკვები (მცენარეთა მოშენება, შეგროვება, ნადირობა, თევზაობა), მოამზადოთ საკვები და გადარჩეთ ცივილიზაციისგან შორს.

ბიჭი თავად ამზადებდა პრიმიტიულ იარაღებს. რა თქმა უნდა, შეუძლებელი
იქნებოდა თანამედროვე მასალების გარეშე, როგორიცაა მკვრივი პოლიეთილენის ფირი, რომელიც გამოიყენებოდა წყალგაუმტარ ფენად. ასევე ნიჩბის, ცულის, ხელის ხერხის, ბურღის,  თოკის და სხვა ხელსაწყოების გარეშე, რაც ამარტივებს მშენებლობის პროცესს.


ახალგაზრდამ დიდი ძალისხმევა და დრო დახარჯა ამუშაოების შესრულებაზე. ძალიან რთული იყო  საჭირო კომპონენტების მოძიება, შერჩევა, ადგილზე მიტანა და მომზადება. 






მიხაილის ტყის ქოხი ავთენტური აღმოჩნდა, ის  ჰობიტის პატარა ხვრელს ჰგავს, რომელიც მშვენივრად ჯდება თვალწარმტაცი პეიზაჟში. და მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს საკმაოდ მოკრძალებული ავეჯი - საწოლი და ბუხარი, ეს საკმარისზე მეტია ტყეში ხეტიალის დროს დასვენებისთვის ან ღამის გასათევად. და რაც მთავარია, მის მშენებლობას ფინანსური ტვირთი არ მოჰყოლია, ერთადერთი ის იყო, რომ დიდი დრო და ძალისხმევა დაიხარჯა, თუმცა ამად ნამდვილად ღირდა.










კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები