ხალდელთა გმირობა და რუსთა სამი სისხლიანი ლაშქრობა პატარა სოფლის დასამორჩილებლად

სვანთა აჯანყების, მათი გმირობისა და თავდადების ამბავი ჩვენში ცოტამ თუ იცის. გადარჩენილთა სასამართლო პროცესზე კი განსასჯელთა სკამზე მყოფთა დაცვას თვით აკაკი წერეთელი ცდილობდა თურმე, თუმცა...

მე-19 საუკუნის 70-იან წლებში სვანეთში, კალას თემში სვანთა შეკრების მიზეზი რუსეთის მეფისნაცვალის ბოქაულის მხრიდან მიწების აზომვა და შემდგომში გადასახადების დაკისრება იყო. სვანი კაცისთვის მიწა ფასდაუდებელია, ამიტომაც მათ გადაწყვიტეს ებრძოლათ საკუთარი მიწისთვის და თავისუფლებისთვის.

ფიცი კვირიკესა და ივლიტას სახელობის მონასტერში - ლაგურკაში დადეს, ამ ხალხისთვის ფიცის გატეხა სიკვდილის ტოლფასი იყო, თუმცა ამის მიუხედავად, რუსების მზაკვრულად მოფიქრებულმა

გეგმამ, სვანების ნაწილი ლამის დაარწმუნა იმაში, რომ მათ კეთილი განზრახვა ჰქონდათ, თუმცა სოფელ ხალდეს მაცხოვრებლები რუსებს არ ენდნენ და სისხლის უკანანასკნელ წვეთამდე იბრძოლეს... საკუთარი მიწის დასაცავად მებრძოლი ხალდელები რუსებმა ამბოხებულებად შერაცხეს და სასტიკად დასაჯეს. 19-კომლიანი სოფელი კი ქვემეხებით მიწასთან გაასწორეს და შემდგომში მოსახლეობას იქ ცხოვრება აუკრძალეს. წელს ხალდეს აჯანყებიდან 140 წელი შესრულდა.


ვახტან გასვიანი, ხალდეს აჯანყების ერთი-ერთ მონაწილის ბადრი გასვიანის შვილთაშვილი:
- სვანი კაცის შემოსავლის წყარო მიწა იყო. გლეხები არყისა და თამბაქოს გადასახადს უკვე იხდიდნენ, თუმცა ყველაზე დიდი მღელვარება მიწის გადასახადების დაწესების შიშმა გამოიწვია. მოსავლის მოყვანას დიდი შრომა სჭირდებოდა. უვლიდნენ, უფრთხილდებოდნენ, რომ ხანგრძლივ ზამთარს მზად დახვედროდნენ. ამ ყველაფერს დაემატა მეფის მოხელეების უხეში დამოკიდებულება მოსახლეობისადმი. როდესაც დაინტერესდნენ სვანები თუ რატომ ზომავდნენ მიწას, პასუხი ვერ მიიღეს. მეფისნაცვალის წარმომადგენლები ნელ-ნელა ცდილობდნენ მოსახლეობის შეგუებას ახალ გადასახადთან, რადგან იცოდნენ სვანების ხასიათი - ისინი თავიანთი წინაპრების ოფლით მორწყულ მიწას იოლად არ დათმობდნენ.

ხალდე დღეს


შეიკრიბნენ სვანები. ყველა სოფელში ჩატარდა ყრილობები. თავისუფალი სვანეთის მოსახლეობის ბოლო ყრილობა კალაში იყო. სვანები შეთანხმდნნენ, რომ არ მისცემდნენ მთავრობას მიწის დაბეგვრის საშუალებას. იქ შეკრებილმა 2000 კაცმა ფიცი კვირიკეს ეკლესიაში დადო.

აჯანყების პირველ ეტაპზე ხელისუფლებამ ვერ გაბედა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა. არავის აწყობდა არეულობის დიდი კერის გაჩენა, ეს კიდევ უფრო დაასუსტებდა რუსების რეპუტაციას არამარტო სვანეთში, არამედ მიმდებარე რეგიონებშიც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მთავრობის მოხელეებმა ფარისევლობით და ცრუ დაპირებებით, შეძლეს აჯანყების მეთაურებსა და ხალხში უნდობლობის გაფანტვა და შემდგომ მათი დაშოშმინება. ამ აჯანყების თავკაცები და მონაწილეები პატიოსანი და სიტყვის მიმნდობი ადამიანები აღმოჩნდნენ. ისინი ენდნენ რუსების სიტყვას და სამხედრო ექსპედიციას კალადან ბეჩომდე წასვლის საშულება მისცეს. რუსებმა კარგად იცოდნენ ვინ იყვნენ ამ აჯანყების თავკაცები და სწორედ იმ სოფლისკენ მიიწევდნენ. ეს იყო სოფელი ხალდე, რომელიც კალას თემში შედიოდა და სადაც 5 გვარის წარმომადგენელი, სულ 19 კომლი ცხოვრობდა. ესენი იყვნენ: გასვიანები, ჯოხაძეები, ჩოფლიანები, ჩეგიანები და ქოჩქიანები. ქოჩქიანების გარდა, აჯანყებაში ზემოთ ჩამოთვლილი დანარჩენი 4 გვარის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ.

რუსების დაპირებების შემდეგ, შეიარაღებული სვანები დაიშალნენ. ამის მიუხედავად, მეფის ხელისუფლება ისე როგორ მოისვენებდა აჯანყების თავკაცები სათანადოდ, რომ არ დაესაჯა. ვითომ კეთილი განზრახვით, 16 კაცი ქუთაისში წასვლაზე დაითანხმეს და დააკავეს. მეფის ხელისუფლებამ აჯანყება დასრულებულად ჩათვალა, თუმცა მათ არ დავიწყებიათ რომ აჯანყების სამი მოთავე: ორი ხალდელი გურმაჩ გასვიანი, ჩარგაზ ჯოხაძე და ერთი მულახელი ხაშუბათ ქურდიანი ჯერ კიდევ არ დაეპატიმრებინათ. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები