საქართველოს ყველა კუთხე გამოირჩევა თავისი ისტორიული წარსულით, მრავალფეროვანი ბუნებით, კულტურით. ამ მხრივ ძალზე საინტერესოა ულამაზესი მხარე - ლეჩხუმი. ამ მხარის უნიკალურობას ადასტურებს ცაგერის ისტორიულ მუზეუმში დაცული ექსპონატების სახეობები. მუზეუმში დაცულია 10 000-მდე ექსპონატი, მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ქვის, ბრინჯაოს, სპილენძის, ვერცხლის და ოქროს ნივთები. ამის შესახებ დაწვრილებით გვიამბობს ცაგერის ეროვნული მუზეუმის დირექტორი ბატონი ნუგზარ კოპალიანი.
ბატონი ნუგზარი ბოლო 11 წელი მოღვაწეობს ცაგერის ისტორიული მუზეუმის დირექტორად და დიდი წვლილი მიუძღვის მუზეუმის წარმატებულ საქმიანობაში.
- ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1937 წელს დაარსდა, მხატვრის, პედაგოგისა და საზოგადო
მოღვაწის ვარლამ მახარობლიძის ძალისხმევით. მანვე მოიძია და შეიძინა მუზეუმის ექსპონატების დიდი ნაწილი. 1996 წლის 2 დეკემბერს გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა მუზეუმში დაცულ ექსპონატთა ნაწილი, მიუხედავად ამისა, ძირითადი ნაწილი ექსპონატებისა გადარჩა. ზარალი კიდევ უფრო დიდი იქნებოდა, რომ არა მუზეუმის უკლებლივ ყველა თანამშრომლის თავდადებული ბრძოლა მუზეუმის და ექსპონატების გადასარჩენად. მუზეუმის აღდგენის საქმეში დიდი დახმარება გასწია ფონდმა "ღია საზოგადოება - საქართველო“, რომელმაც გარკვეული დაფინანსება გაიღო ექსპონატების გადარჩენისათვის. 2000 წელს ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს მიენიჭა მისი დამაარსებლის ვარლამ მახარობლიძის სახელი.
2011 წელს ცაგერის მუნიციპალიტეტმა გამოყო თანხა ნახანძრალი შენობის აღსადგენად, მუზეუმი დაბრუნდა თავის შენობაში. 2012 წელს მუზეუმის დაარსებიდან 75 წლისთავზე საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ცაგერის ისტორიული მუზეუმის ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა პროექტი ცაგერის ისტორიული მუზეუმი - ლეჩხუმის კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრი. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა მუზეუმის ფონდები, მოხდა ექსპონატების დალაგება პერიოდების მიხედვით, გაიმიჯნა კოლექციები: გეოლოგიის, პალეონტოლოგიის ქვის ხანის, ბრინჯაო-რკინის ხანის, ანტიკური, შუა საუკუნეების, ნუმიზმატიკის, საეკლესიო, ეთნოგრაფიული და დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექციის. მოეწყო ახალი ექსპოზიცია; შემუშავდა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა, სამეცნიერო ბიბლიოთეკით აღიჭურვა სათანადო სივრცე.
მუზეუმში დაცულია ლეჩხუმის ტერიტიორიაზე სხვადასხვა დროს შემთხვევით აღმოჩენილი და არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა: გეოლოგიური, პალეონტოლოგიური, არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, შუასუკუნეების, საეკლესიო ნივთების, ეთნოგრაფიული, ფოტოხელოვნების ნიმუშების კოლექციები, სულ 10.000-მდე ექსპონატი.
ლეჩხუმი არის ერთ-ერთი მძლავრი კერა ბრინჯაოს წარმოების. ლეჩხუმის ოთხივე მხარეს არის ნაშთები ბრინჯაოსწარმოების (ბრინჯაოს ზოდები, წიდები, ქურის შელესილობები, საბერველები). პირველი არქეოლოგიური გათხრები 1962 წელს სოფელ ცხეთაში ჩატარდა, რომელსაც აწარმოებდა არქეოლოგი ლამარა სახაროვა. გაიხსნა სამაროვანი, რომელსაც ცხეთის სამაროვანი ეწოდა. მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია ცაგერის ისტორიულ მუზეუმში. დღესაც ქალბატონი ლამარას შვილი არქეოლოგი ნინო სულავა წარმატებით აგრძელებს არქეოლოგიურ გათხრებს ზედიზედ უკვე მეხუთე წელია - ცხეთა-დეხვირის ტერიტორიაზე.
- როგორც ვიცი, ბოლო დროს გაქვთ მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა, რის შესახებაც ელოდებით მეცნიერებს. ამ აღმოჩენის შესახებ მოგვიყევით...
- გასულ წელს ცხეთა-დეხვირის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა ქალბატონმა ნინო სულავამ და ბატონმა ჯუმბერ კოპალიანმა, გახსნეს ანტიკური ხანის შვიდი სამარხი. მათგან ერთი პირვანდელი სახით არის გადმოტანილი სხვა არქეოლოგიურ არტეფაქტებთან ერთად ცაგერის ისტორიულ მუზეუმში. მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში ისევ განახლდება არქეოლოგიური გათხრები ცხეთა-დეხვირის ტერიტორიაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ კოლხური ბრინჯაოს კულტურის არიალში აღმოჩენილი 150 განძიდან 11 ლეჩხუმის ტერიტორიაზეა ნაპოვნი. განძის ნაწილი დაცულია თბილისისა და ქუთაისის მუზეუმებში, ნაწილი სანქტ-პეტერბურგის "ერმიტაჟში”.
სანამ ცაგერში მუზეუმი დაარსებოდა, კერძო პირების მიერ შემთხვევით აღმოჩენილი განძის ნაწილი (ლაილაშის, სურმუშის, ლუხვანოს და ოყურეშის ნაწილი) გასხვისებული ან გაყიდული იქნა ჩვენთვის უცნობ პიროვნებებზე და ასე მოხვდა ერმიტაჟში.
- როგორც ვიცი, გარეული ცხოველების ფიტულებს ინახავთ. როგორ შეაგროვეთ და რომელი ცხოველების ფიტულებია მუზეუმში თავმოყრილი?
- ბუნების განყოფილებაში ძირითადად წარმოდგენილია ლეჩხუმის ტერიტორიაზე გავრცელებული გარეული ცხოველების და ფრინველების ფიტულების ერთი ნაწილი (დათვი თავისი ბელებით, მგელი, მელა, მაჩვი, არჩვი, წავი, ფოცხვერი, შველი და ფრინველთა სხვადასხვა სახეობები).
- ძალიან ბევრი რამ გააკეთეთ მუზეუმისთვის. რამდენად საპასუხისმგებლო იყო მუზეუმის ხელმძღვანელობა თქვენთვის?
- რა თქმა უნდა, საპასუხისმგებლოა. საერთოდ არ მიყვარს ჩემს თავზე საუბარი. გეტყვით ერთს, დღეს ეწყობა ახალი ექსპოზიცია ახალ სივრცეში, ექსპოზიცია კეთდება ჩვენი ძალებით, კონსულტაციას გვიწევს საქართველოს ეროვნული მუზეუმი, რომელთანაც გაფორმებული გვაქვს მემორანდუმი ურთიერთ-თანამშრომლობის შესახებ. მიმდინარე წელი მუზეუმისთვის საიუბილეოა - დაარსებიდან 80 წელი უსრულდება. სწორედ ამ დროისთვის ვგეგმავთ ახალი ექსპოზიციის გახსნას, ვაპირებთ ამ თარიღის საზეიმოდ აღნიშვნას და ვგეგმავთ ღონისძიებებს. მოწვეული იქნებიან სტუმრები კულტურის სამინისტროდან, ეროვნული მუზეუმიდან, მეზობელი მუზეუმების წარმომადგენლები.
- თქვენს პირად შემოქმედებაზეც ვისაუბროთ. ქმნით გრაფიკულ ნამუშევრებს....
- დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, გრაფიკოს-ილუსტრატორის სპეციალობით. ვმუშაობდი წიგნის ილუსტრაციებზე, შესრულებული მაქვს სერია ბიბლიურ თემებზე (აპოკალიფსი), უჩვეულო ტექნიკით - სწორედ ეს ტექნიკა, ნებისყოფა და შესრულების მანერა აოცებს მნახველს. მასალა მარტივია – ცარცის ქაღალდი, ტუში და სამართებლის ნატეხი. ვმუშაობ ასევე ფერწერაში და ჭედურობაში. სამწუხაროდ, მხატვრობისთვის დრო ნაკლებად მრჩება, მუზეუმი დიდ დატვირთვას და პასუხისმგებლობას გაკისრებს, ორივეს ერთად შეთავსება კი ძალიან რთულია და დიდ ენერგიას მოითხოვს.
მერი ბლიაძე