თუ ისევ ფიქრობთ, რომ სოფელი სამყაროს მოწყვეტილი, არაცივილური დასახლებაა, ნამდვილად ცდებით. ამაში თავად დარწმუნდებით. საზღვარგარეთ, სოფლებში ისეთი სახლები დგას, რომელიც არა მარტო საცხოვრებელი, ერთგვარი ხელოვნების ნიმუშია. მაგალითად:
იტალია, ალბერობელო
ეს თეთრი, მაღალი, კონუსის ფორმის სახლები ყველას აოცებს თავისი სილამაზით. ამ სახლებს საუკუნეების წინ აშენებდნენ და არ იყენებდნენ არც ცემენტს და არც სხვა ჩვენთვის ცნობილ საშენ მასალას. ამ სახლებში დღემდე ცხოვრობენ ადამიანები.
ტაივანი, ტაიჩჟნუი
ეს ფერადი სახლები გულგრილს მართლაც ვერავის დატოვებს, ერთმა ადამიანმა, 90 წლის მამაკაცმა შეცვალა მთელი სოფლის ცხოვრება, მან
ნიდერლანდები, ჰოტრჰონი
ამ სოფელში სულ 2600 ადამიანი ცხოვრობს. მას ჩრდილოეთ ვენეციასაც კი უწოდებენ. გზის გარეშე სოფელსაც ეძახიან. ერთი სიტყვით, საოცარი ადგილია საოცარი სახლებით. ამ სოფელში მხოლოდ ველო ბილიკი არსებობს, არანაირი ავტომობილი. სახლის ფასადის შეცვლა აქ აკრძალულია, ეს ხომ იგივე მუზეუმია.
კამბოჯა, ტონლესაპის ტბა
ამ სოფლის მაცხოვრებლები კი მთელ ცხოვრებას წყალზე ატარებენ. აქ ყველაფერი ცურავს, სახლები, სკოლა, მაღაზია... ბოძებზე მხოლოდ ერთი ქვის შენობა დგას - ბუდას ტაძარი. აქ არავის აქვს მართვის მოწმობა ან პასპორტი, თუმცა თავს უბედურად არავინ გრძნობს, ბედნიერები არიან, ომს რომ გადაურჩნენ.
დიდი ბრიტანეთი, ბიბური
ამ სოფლის ხედი დიდი ბრიტანეთის პასპორტის ფონია. ის ინგლისის ერთ-ერთ ულამაზეს დასახლებად მიიჩნეოდა.
თურქეთი, გერემე და უჩხისარი
გამოქვაბული კაბადოკიაში ათასწლეულების მანძილზე იქმნებოდა. ცნობილია, რომ აქ ხალხი ჩვ.წ.აღ-ით 1 საუკუნიდან დასახლდა. სწორედ ამ დროიდან გაჩნდა აქ მიწისქვეშა ქალაქები თავისი ტაძრებითა და მონასტრებით. აქ დღემდე ცხოვრობენ ადამიანები, თუმცა ცივილიზაციამ ამ ადგილში უკვე შეაღწია.