რატომ ღებავენ შვედეთში სახლებს წითლად - ლამაზი ტრადიცია წარსულიდან

შვედეთი ცივი და უნიკალური ქვეყანაა, რომელიც გამოირჩევა როგორც მიმზიდველი ბუნებრივი ლანდშაფტით, ასევე სისუფთავით და უნიკალური არქიტექტურით. შვედეთის სულ პატარა, ჩვეულებრივ სოფელში ან დასახლებაშიც კი თავლშისაცემია საინტერესო სურათი - ბევრი წითელი სახლი, რომელიც იწვევეს სითბოსა და კომფორტის განცდას.

ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ მაინცდამაინც წითელი ფერი? რა არის ამ ფერის გავრცელების მიზეზები?
დიახ, შვედეთში სახლების წითლად შეღებვა ჩვეულებრივი მომენტია. ეს სტილი ძალიან ლამაზად გამოიყურება ტყეების, მინდვრებისა და მთების მწვანე ლანდშაფტის ფონზე. მაგრამ საიდან მოდის ეს ტრადიცია? ამბავი საკმაოდ დიდი ხნის წინ იწყება.

850 წელს ქვეყანამ დაიწყო სპილენძის მოპოვება დიდ მთაზე, რომელიც მდებარეობს ქალაქ ფალუნთან ახლოს. მადანი გამოიყენებოდა სხვადასხვა ნედლეულის წარმოებაში. შემდეგ დაიწყეს ქვეპროდუქტის მოპოვება ეს გახლდათ სპილენძის ოქსიდი, რომელსაც ურევდნენ სელის ზეთში და ღებულობდნენ წითელ საღებავს.

სახელი ფალუნი ითარგმნება როგორც ძეხვი. რატომ დაარქვეს მაღაროს ახლოს მდებარე ქალაქს ეს სახელი? საქმე ისაა, რომ მადნეულის ზედაპირზე ამოსატანად ხმარობდნენ თოკებს, რომლთაც ხარის ტყავისგან ამზადებდნენ, ხორცისგან კი ძეხვს აწარმოებდნენ.
სპილენძის ოქსიდი საკმაოდ იაფი და ხელმისაწვდომი იყო მოსახლეობისთვის, მაგრამ გარდა ამისა მას ჰქონდა დამცავი თვისებებით. ის ეხმარებოდა ხალხს ხის სახლის  დაცვაში სხვადასხვა მწერებისგან და ლპობისგან. ამიტომაც, დროთა განმავლობაში ყველა სახლი ნელ-ნელა წითლად შეიღება, რაც შვედეთის კულტურის ნამდვილ ტრადიციად და სიმბოლოდ იქცა.

ცივ კლიმატში ლამაზი წითელი ფერი შესანიშნავი საშუალება იყო სითბოსა და კომფორტის გრძნობის გასაღვიძებლად . მოგეხსენებათ, ზამთარში დღეები გაცილებით ხანმოკლეა, მზის შუქი ნაკლები, ქარები კი ალიან ძლიერია. ამ პირობებში წითელი სახლები თეთრი თოვლის ფონზე ნამდვილად ძალიან ლამაზად გამოიყურება. ამგვარად, სახლების წითლად შეღებვა შვედეთში ტრადიციად იქცა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები