6 ტრენდი ინტერიერში, რომელიც მუდამ აქტუალურია და ასე იქნება დიდხანს

საბედნიეროდ, ინტერიერი ყოველწლიურ განახლებას არ საჭიროებს. იმისათვის, რომ ჩვენს მიერ შერჩეულმა დიზაინმა აქტუალობა კიდევ მრავალი წელი არ დაკარგოს, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა.

1. რეტრო


ინტერიერის გაფორმების დროს სპეციალისტები ხშირად წარსულს უბრუნდებიან ხოლმე და ეს გასაკვირი სულაც არა არის, ყველაფერი ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველია. ბოლო ათი წლის განმავლობაში მიდის იმ ტენდენციების გააზრება და დამუშვება, რომელიც ასე აქტუალური იყო მე-20 საუკუნეში. იმისათვის, რომ მოარგონ თანამედროვე ინტერიერს, შეაქვთ რამდენიმე ახალი ნიუანსი, თუმცა მთავარი არსი უცვლელი რჩება.
შალითების ტექსტილი, ბუფეტი, სამკუთხედი მაგიდა,
სავარძლები ნაზ ფეხებზე, ფეხიანი ტორშერები, რეტრო ორნამენტები მოდაში ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში შემოვიდა და აქტუალობას დღემდე არ კარგავს.
ამ შემთხვევაში არ არის მნიშვნელოვანი, რომელ წელს არის შეძენილი ესა თუ ის ნივთი, მთავარია, რომ მოდელი, ფორმა არ კარგავს აქტუალობას.

2. მკვეთრი საღებავები

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოსაპირკეთებლად ყველაზე პოპულარული მასალა შპალერი იყო. შეღებილი კედლები იშვიათად გვხვდებოდა და თუ გვხვდებოდა, ძირითადად ოფისებში. მაგრამ მას შემდეგ, რაც ბაზარზე გამოჩნდა ხარისხიანი საღებავები, რომელთაც თითქმის არ აქვს სუნი, მალე შრება და აქვს უამრავი ელფერი, მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა.
ახლა მოწინავე პოზიციაზე საღებავი აღმოჩნდა, შპალერმა კი ადგილი მხოლოდ მას შემდეგ დაიკავა.
თანამედროვე ტენდენციები გულისხმობს ისეთი ნივთების შეღებვასაც კი, რაც ცოტა ხნის წინ თითქმის წარმოუდგენელი იყო, მაგალითად, ფერადი ავეჯი დღითიდღე აქტუალური ხდება.

3. ბუნებრივი მასალა

ნატურალური, ბუნებრივი მასალ ინტერიერში ყოველთვის ტრენდი იყო და ასე იქნება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში.
მასალებს შორის ლიდერ პოზიციას ხე იკავებს, შემდეგ ქვა მოდის. ბევრი თქვენგანი იტყვის, რომ ეს ძალიან ძვირია, თუმცა ბოლო მოდელის დიზაინერული კერამიკული ფილების ფასსაც თუ ნახავთ, იაფი არც ის არის და თუ არჩევანის წინაშე დადგებით, ვფიქრობთ, ბუნებრივ ქვას არაფერი ჯობია, ლამაზიც არის და გამძლეც.

4. სტილი ლოფტი

ლოფტის სტილი ყველა იმ ადამიანის ხსნა აღმოჩნდა, ვინც კლასიკური მინიმალიზმით გადაიღალა. თუმცა არსებობს ერთი მაგრამ - ლოფტი ვერ იტანს სიყალბეს, ასე რომ, თუ ნამდვილი ლოფტი გინდათ, აგურის ეფექტს ნუ გამოიყენებთ.

5. მინიმალიზმის პრინციპი

მინიმალიზმი ინტერიერში გულისხმობს მხოლოდ იმ ნივთებს, რასაც გარკვეული ფუნქცია აკისრია. თუ მინიმალიზმს ირჩევთ, ოთახში ზედმეტი არაფერი უნდა გქონდეთ, მხოლოდ ის, რაც რეალურად გჭირდებათ.

6. გლობალ-შიკ

თუ მოგზაურობოს მოყვარული ბრძანდებით და მარვალ ქვეყანას სტუმრობთ ხოლმე, მოგაქვთ იქიდან სხვადასხვა ნივთი, სულ უბრალო დიზაინიც კი შეგიძლიათ აქციოთ ნამდვილ შედევრად, რომელიც აქტუალობას არასდროს დაკარგავს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები