მას, ვინც თვალს ადევნებს მოდას დიზაინს ან რემონტი აქვს დაგეგმილი, ალბათ აინტერესებს 2024 წლის ფერთა ტენდენციები.
კლასიკური ლურჯი, მუქი ლურჯი და მუქი მწვანე - აი, ეს სამი ფერი გახლავთ 2024 წლის მთავარი ფერი. ეს ფერები განსაკუთრებით უხდება დიდი სივრცეს. შეზღუდულ სივრცეში მუქი ფერების გამოყენებას მხოლოდ აქცენტების სახით გირჩევთ.
აქტუალობას არ კარგავს ჩამქრალი ბუნებრივი ფერები, ისევე, როგორც ნეიტრალურ ფერთა პალიტრა, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს სითბოსა და სიმყუდროვეს მატებს. თუ არჩევანს ნეიტრალურ ფერებზე გააკეთებთ, გახსოვდეთ, რომ ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტექსტურასა და
ტონალურ ელფერებს.
შეხება და კომფორტი ძირითადი სენსორული ტრიგერებია. პასტელისა და ნეიტრალური ფერების გამოყენებისას ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივი ელემენტების და ტექსტურის დამატება; მაგალითად, შპალერი ბუნებრივი მასალის იმიტაციით, რბილი ხალიჩა ან გამჭვირვალე ფარდა ფანჯარაზე - ამ ყველაფერს შეუძლია მნიშვნელოვნად გარდაქმნას თქვენი ინტერიერი და მას განსაკუთრებული ხიბლი მიანიჭოს.
თუ ერთდროულად რამდენიმე ფერის გამოყენებას აპირებთ, დიზაინერები თბილი ფერების ცივ ფერებთან შერწყმას გირჩევენ. მაგალითად, თბილი ჭუჭყიანი ვარდისფერი შეგიძლიათ შეუხამოთ ცივ ვარდისფერს ან თუნდაც ღია ნაცრისფერს. ერთი და იმავე ფერის თბილი და ცივი ელფერების კომბინაცია ძალიან საინტერესოდ გამოიყურება.
ნეიტრალურ ფერებთან ერთად აქტუალური იქნება მკვეთრი, მყვირალა ფერებიც კი, ასევე თამამი შეხამებები და კონტრასტები.
ერთ-ერთ ასეთ ფერად დიზაინერები მუქ ლურჯ ფერსა და მის სხვადასხვა ტონალობას ასახელებენ. მაგალითად, ლურჯი-შავი-მუქი ლურჯი. ლურჯის და ცისფერის ნებისმიერ ტონალობა ძალიან კარგად და დამამშვიდებლად მოქმედებს ადამიანის მენტალობაზე. ცისფერის მთავარ ფერად გამოყენების შემთხვევაში ნამდვილად არის შესაძლებელი დახვეწილი და მოდური თანამედროვე ინტერიერის შექმნა.
კიდევ ერთი ასეთი შთამბეჭდავი ფერი, რომელიც ბალანსისა და უსაფრთხოების შეგრძნებას ქმნის, მუქი მწვანეა. ოთახი, რომლის კედლებიც ამ ფერში იქნება გაფორმებული, ადამიანებზე დამამშვიდებლად იმოქმედებს და მათ სიმშვიდის შეგრძნებას მიანიჭებს.
ლურჯი პალიტრა, გარდა კლასიკური და მუქი ლურჯისა, შესაძლოა აერთიანებდეს თავის თავში მონაცრისფრო ლურჯს, მონაცრისფრო ცისფერს, ღია იისფერს.
რაც შეეხება მწვანე ფერს, პალიტრა მრავალფეროვანია, ეს შეიძლება იყოს: სალბი, პიტნა მონაცრისფრო-მომწვანო, ბალახისფერი, ზღვის ტალღის ფერი, აკვამარინი და სხვა. მწვანე ფერი ზრდის ფერია, რომელიც ამშვიდებს და აღაფრთოვანებს ადამიანს. ეს ფერი ძალიან კარგად ეხამება ნეიტრალური ფერების ღია ტონებს.
კიდევ ერთი ტენდენცია 2024 წელს გახლავთ ისეთი ტონები, როგორიც არის მაგალითად: ხორცისფერი, მდოგვისფერი, ყავისფრის სხვადასხვა ტონალობა, ნარინჯისფერი და ა.შ.
არც წითელი ფერი მისცემია დავიწყებას, თუმცა, როგორც ყოველთვის, ამ ფერთან მიმართებაში დიზაინერები სიფრთხილის გამოჩენას და მის ძირითადად აქცენტის სახით გამოყენებას გვირჩევენ.
მოდურ ფერთა სიაში თავისი ადგილი უკავია ყვითელ ფერსაც, რაც გასაკვირი სულაც არ არის, ყვითელი ხომ ენერგიის, ოპტიმიზმის, პოზიტივის და მომავლის ფერია.