ყველაზე მოდური ფერები ინტერიერში 2017 წელს

 

ყოველ წელს განსაკუთრებით აქტუალურია რომელიმე ფერი - ასეა ტანსაცმლის მოდაში, ასეა ინტერიერშიც. შარშან ბინის ინტერიერში ყველაზე მოდური ფერი თეთრი იყო. როგორ არის ამ მხრივ საქმე წელს?

2017 წლის ძირითადი მიმართილებები უბრალოება და ელეგანტურობაა. ეს მამლის წელია და ნეიტრალური და იმავდროულად, მამაკაცური წელი იქნება. ფერებში იდეალური გადაწყვეტილებაა კონტრასტები. 2017 წლის ინტერიერში ფერთა მოდური შეხამებებია - მუქი ტონალობების კომბინაცია ინტენსიურ ფერებთან, კონტრასტის ხაგზასასმელად. 

კონკრეტული ფერების მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, წელს ყველაზე მოდური ფერებია:

ზურმუხტისფერი (მომწვანო), ხაკისფერი, ყვითელი, ნაცრისფერი ცისფერთან ან ლურჯთან კომბინაციაში. და როგორც უკვე ითქვა, ძალიან

აქტუალურია კონტრასტული ფერების გამოყენება და მათი შეხამება - მუქისა მკვეთრთან ან ღიასთან.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები