თანამედროვე სტილი ისევ და ისევ დომინირებს სახლების მოწყობის დროს. მოდით განვიხილოთ სახლის თანამედროვე სტილში მოწყობის რამდენიმე ვარიანტი. თუ სახლის თანამედროვე სტილში მოწყობა გადაწყვიტეთ, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ თანამედროვე სტილი უპირატესობას ღია ზონებს ანიჭებს.
აქედან გამომდინარე სამზარეულო ხშირად სახლის ცენტრალურ ნაწილად იქცევა ხოლმე. ეს აღარ არის დიასახლისის ზონა, ეს არის ზონა, რომლშიც თავს იყრის მთელი ოჯახი.
სახლის მოწყობა თანამედროვე სტილში ძალიან მნიშვნელოვანია. ღია სივრცე კარგად უნდა დაიგეგმოს. სახლის ზონებად დაყოფა ამ შემთხვევაში ავეჯის ხარჯზე უნდა მოხდეს.
თანამედროვე ინტერიერი ძალიან დიდი პატივს სცემს გეომეტრიას.
ფოტოებზე თქვენ ხედავთ ევროპელი დიზაინერების ნამუშევრებს. შესაძლოა აღმოაჩინოთ თქვენთვის სასურველი სტილი, რომელიც დაგეხმარებათ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში.