მოძველებული ტრენდები სამზარეულოში - რას გვირჩევენ დიზაინერები

სამზარეულო ის ადგილია, სადაც ნებისმიერი ოჯახი დროის უმეტეს ნაწილს ატარებს. ამიტომ აუცილებელია, რომ ეს ზონა მაქსიმალურად კომფორტული და ფუნქციური იყოს.

იმისთვის, რომ თქვენი რემონტი მალე არ მოძველდეს და სამზარეულოში თავს ყოველთვის მყუდროდ გრძნობდეთ, გირჩევთ დიზაინერების ამ რჩევებს გაეცნოთ.
შემოგთავაზებთ პროფესიონალების მიერ ჩამოთვლილ ტრენდებს, რომლებიც მოძველდა:

1. ღია თაროები
ეს გადაწყვეტილება ძალიან ეფექტურად გამოიყურება ფოტოზე, თუმცა რეალურ ცხოვრებაში აბსოლუტურად გამოუსადეგარია. არ ღირს სუვენირების გამოსაფენად ამხელა ადგილის დაკარგვა.

2. პატარა ზომის კერამიკული ფილები

ბევრ დიზანერს უკვირს, საერთოიდ როგორ გახდა ასეთი სტილი პოპულარული.
რატომ უნდა გააფუჭო კედელი ასეთი რთული ფილებით და გაირთულო ცხოვრება ამ ფილების წმენდით?

3. სანათი მაგიდის თავზე


ასევე ბარის, სამუშაო მაგიდის თავზე. ჯობს ზონის გასანათებლად უფრო სადა ვარიანტი შეარჩიოთ.

4. რეილინგი


ამ საკიდზე განთავსებული წვრილმანები ნელ-ნელა იფარება მტვრითა და გამონაბოლქვით. მათი წმენდა კი ადვილი საქმე ნამდვილად არ არის. ამიტომ, შეეშვით რეილინგს.

5. დეკორატიული ასოები და წარწერები
ასევე პლაკატები მოტივირებული წარწერებითა და რეცეპტებით. მსგავსი ჩანაწერების ადგილი კულინარიულ ბლოკნოტშია.

6. ფრანგული სოფლის სტილი (პროვანსი)

ეს სტილი ბევრს სხვანაირად ესმის. რეალურად ის სადა, უბრალო ტექსტურას გულისხმობს, ხესა და აგურს და არა რთულ კონსტრუქციებს.

7. სოფლის კარები
ასეთ კარის მეპატრონე შეიძლება დაახასიათონ, როგორც შემოქმედებითი ადამიანი, თუმცა ეს ყოველთვის გემოვნებიანს როდი ნიშნავს.

8. სხვადასხვა დონეზე განლაგებულ კარადები

ერთი ზემოთ კიდია, მეორე - ქვემოთ. ეს ქაოსის შთაბეჭდილებას ქმნის. არ გააკეთოთ ასე.

9. ნიჟარა


სამზარეულოს რემონტის დროს აუცილებლად დიდი ყურადღება მიანიჭეთ ნიჟარას და ონკანს. ის უნდა უხდებოდეს ინტერიერს.

10. ყავისფერი ქვა
ასეთი ზედაპირი ძალიან უბრალოდ გამოიყურება. ჯობს სხვანაირი შეარჩიოთ.

11. ინდუსტრიული სტილი
სამყარო დაიღალა ცივი და მოუხერხებელი სამზარეულოებით. დროა თბილ ფერებზე გადავიდეთ.

12. მკაცრი კლასიკა
თუ მთელი სახლის ინტერიერი არ არის კლასიკურ სტილში, ნუ შეეცდებით ამ სტილის შექმნას მხოლოდ სამზარეულოში.

13. ორნამენტი "შევრონი"
ეს ორნამენტი ყოველ მესამე სამზრეულოში გვხვდება. დროა, შევჩერდეთ!

14. ალუბლისფერი კარადა


ეს მუქი ფერი სამზარეულოს უღიმღამოს ხდის და უკარგავს ხიბლს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები