ჯაპანდის სტილი ინტერიერში - მომავალი წლის ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული სტილი

ჯაპანდი ნაციონალური იაპონური და სკანდინავიური სტილის სინთეზია, რომლის მთავარი ფუნქციაც მინიმალისტური, ფუნქციური სივრცის შექმნაა, რომელიც სიმყუდროვისა და კომფორტის ხარჯზე ადამიანში დადებით ემოციებს აღძრავს. სწორედ ამიოტმ ბოლო დროს ჯაპანდის სტილი ინტერიერში ძალიან ტრენდული გახდა და პოზიციებს სავარაუდოდ კარგა ხანი არ დათმობს. 

ჯაპანდიმ სკანდინავიური ინტერიერისგან აიღო პრაქტიკულობა, წესრიგი და ნატურალური მასალების სიყვარული, ხოლო იაპონური სტილისგან - მოკრძალება, მინიმალიზმი და სიმარტივე. 

ჯაპანდის სტილის ძირითადი მახასიათებლებია:

  • ფუნქციურობა - ასეთ ინტერიერებში დიზაინი მნიშვნელოვანია, თუმცა ფუნქციურობა მეტად გადამწყვეტია. 
  • ფორმების სიმარტივე - ჯაპანდის სტილის ინტერიერებში ჰარმონიულად ეთავსება ერთმანეთს სწორი
    ხაზები და მომრგვალებული ფორმები.
  • დაბალი ავეჯი - ამგვარი ავეჯი ხშირად გვხვდება ჯაპანდის სტილში. 
  • ორგანიზებული შენახვა - იაპონელების პედანტურობა და სკანდინავიელების სიყვარული, ყველაფერი თაროებზე და ყუთებში გაანაწილონ, გაერთიანდა და შედეგად ჯაპანდის სტილში ყველაფერი მოწესრიგებულია, აკურატული და არსად არ შეგხვდებათ ქაოსი. შესანახად კი ხშირად არის გამოყენებული კალათები, ყუთები, კონტეინერები, ორგანაიზერები.
  • მინიმალური დეკორი - თუ სკანდინავიურ-იაპონურ გარემოს ქმნით, დეკორი ნუ გაგიტაცებთ. ეს სტილი უფრო მინიმალისტურია.
  • ბუნებრივი ფერთა გამა - ამ სივრცეში ფერები მაქსიმალურად ბუნებრივია, ეკო-ინტერიერის მსგავსი.
  • ერთტონიანი ქსოვილები - დაივიწყეთ ჭრელი პრინტები, ყვავილებიანი ფარდები და ა.შ.
  • მსუბუქი არასრულყოფილება - სკანდინავიელებისთვის საყვარელი მსუბუქი ხულიგნური ნოტები ჯაპანდის ინტერიერში თავს იჩენს ავეჯის, აქსესუარების მსუბუქ არასრულყოფილებაში. ეს შეიძლება იყოს ცემენტის კედლები ან ხელნაკეთი ჭურჭელი შესაჩნევი ჩაღრმავებებით, არაიდეალური ფორმების ხის ავეჯი და ა.შ.

რას უნდა მოერიდოთ, თუ ჯაპანდის სტილში აწყობთ სახლს:
  • მკვეთრ ფერებს
  • მკაფიო აქცენტებს
  • აქტიურ ორნამენტებს
  • ჭრელ ქსოვილებს
  • ღიად არანატურალურ მასალებს ავეჯში, აქსესუარებში
  • ბევრ არაფუნქციურ დეკორს
  • უწესრიგობას, ვიზუალურ ხმაურს.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები