ოსკაროსანმა მსახიობმა მერილ სტრიპმა და მისმა მეუღლემ დონ გამერმა მანჰეტენზე მდებარე პენტჰაუსთან გამომშვიდობება და მზიან კალიფორნიაში გადასვლა გადაწყვიტეს. ბინაში წყვილმა 12 წელი იცხოვრა და ახლა მას 24,6 მლნ დოლარად ყიდის.
პენტჰაუსში შესაძლებელია პირადი ლიფტით ასვლა. შესასვლელიდან მარცხნივ ნათელ ფერებში გადაწყვეტილი კუთხური სასტუმრო ოთახია ბიბლიოთეკით. კადლებს ამშვენებს დონ გამერის ნაცნობ აბსტრაქტულ სტილში გადაწყვეტილი სურათები.
თეთრი სამზარეულოს ცენტრში მოთავსებულია მუხის მასიური მაგიდა. ძველმოდური სასადილო მაგიდის თავზე უჩვეულო ფორმის ჭაღი კიდია, რაც ყინულის გამჭვირვალე კრისტალებს მოგაგონებთ.
მოპირდაპირე მხარეს განლაგებულია ოთხი საძინებელი ოთახი. სააბაზანო ოთახში
კომფორტული, ღრმა ვანაა. ტროპიკული ყვავილები კი ამშვენებენ და აცოცხლებენ მთელ სივრცეს.
ბინა გარშემორტყმულია მჭიდროდ გამწვანებული ტერასით. აქედან იშლება მდინარე ჰუდსონისა და მანჰეტენის განსაცვიფრებელი ხედები.