ექსცენტრული ისლანდიელი მომღერალი ბიორკი ბრუკლინში საცხოვრებლად 2009 წელს გადავიდა. მაშინ ის ოდიოზურ ამერიკელ მხატვარსა და წარმოდგენების ოსტატს, მეთიუ ბარნის ხვდებოდა, რომელსაც ქალიშვილი იზადორა გაუჩინა და ოჯახმა ნიუ-იორკში საერთო სახლის შეძენა გადაწყვიტა. მათ ჰენრი სტრიტზე 4 მლნ დოლარიანი პენტჰაუსი შეიძინეს. 2014 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა და ერთი წლის შემდეგ ბიორკმა ყოფილი ქმრისგან საკუთარი წილი აიღო, რაც 1, 61 მლნ დოლარს შეადგენს. 3 წლის შემდეგ კი ბიორკმა ბრუკლინურ პენტჰაუსთან გამომშვიდება გადაწყვიტა და 9 მლნ დოლარად ყიდის.
საუბარია 278 კვ.მ. ფართზე
4 საძინებლით, 4 სააბაზანო ოთახით, ყველა საჭიროებით აღჭურვილი სამზარეულო, სასტუმრო, სასადილო ოთახითა და კაბინეტით. ბინა 1924 წელს აშენებულ მაღალსართულიან შენობაში მდებარეობს, აქვს ტერასა, საიდანაც მანჰეტენისა და თავისუფლების ქანდაკების ხედი იშლება.
საუბარია 278 კვ.მ. ფართზე